ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი: "მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია"

ბიძინა ივანიშვილი: "მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია"

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმამთაწმინდაზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს.

„როგორც მთაწმინდაზე, ისევე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია:

„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა,- განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ხმის მისაცემად შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები