ავტორი:

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე, მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.

დღეს, თბილისში, N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.

გარდა ამისა, დღესვე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდა. არჩევნების დღე გააშუქა 45-მა მედია ორგანიზაციის 1 917-მა წარმომადგენელმა.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ სულ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."