ავტორი:

ცესკო - არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

ცესკო - არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ბიულეტენების დათვლის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება თავისუფლად შეძლეს.

"ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 74,56% საგარეჯოში დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად არის 340 ამომრჩეველი.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. აქ ამომრჩეველთა 34,27%-მა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც რაოდენობრივად არის 15049 ამომრჩეველი.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად განაწილდა:

ახმეტა - 50,57% (617 ამომრჩეველი), მარნეული - 35,82% (35714 ამომრჩეველი), ადიგენი - 56,41% (634 ამომრჩეველი), ზესტაფონი - 47,03% (25838 ამომრჩეველი), ჭიათურა - 43,26% (17558 ამომრჩეველი), ტყიბული - 39,85% (1420 ამომრჩეველი), წყალტუბო - 52,05% (21,94 ამომრჩეველი), ოზურგეთი - 45,45% (2313 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 46,88% (56643 ამომრჩეველი), ხულო - 58,21 % (14041 ამომრჩეველი).

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩატარდა პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში - მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს ჩატარდა საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

დღეს გახსნილი იყო სულ 410 საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."