ავტორი:

"მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია, დანარჩენში კი ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ"

"მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია, დანარჩენში კი ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ"

მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში.

„გვინდა გაგაცნოთ პირველადი მონაცემები. შემოსულია ოქმის მონაცემები. წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია. ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ბატონი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგუილიძესთან“,- განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ზესტაფონის ოლქთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მონაცემები ჯერ არ იძლევა რაიმეს თქმის საშუალებას.

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, კობახიძის თქმით, ყველა ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს. კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების“ გამარჯვება შთამბეჭდვია.

“რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს არჩევნები ტარდება, ეს არის ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობა. ყველა ამ ოლქში ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის შთამბეჭდავი, ძალიან მარალი შედეგით დასრულდება არჩევნები“,- განაცხადა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."