ავტორი:

3 უბანი მოვიგეთ და 2 წავაგეთ, ამ შედეგებით, მოსალოდნელია, მეორე ტური დაინიშნოს - შალვა შავგულიძე

3 უბანი მოვიგეთ და 2 წავაგეთ, ამ შედეგებით, მოსალოდნელია, მეორე ტური დაინიშნოს - შალვა შავგულიძე

სავარაუდოდ, მთაწმინდაზე რამდენი უბანიც მოვიგეთ, იმდენი წავაგეთ და ამ შედეგებით, მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნოს, - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა. როგორ მან აღნიშნა, ის უფრო კმაყოფილი მაშინ იქნებოდა, პირველივე ტურში რომ გაემარჯვა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ თუკი მეორე ტური დაინიშნება, აუცილებლად გაიმარჯვებს.

მისი თქმით, "ევროპულ საქართველოს" ამის რესურსი აქვს.

"მე მგონი მე-20, მე-17 და კიდევ ერთ უბანი - სულ 3 უბანი მოვიგეთ. მაღალი არ არის განსხვავება "ოცნების" კანდიდატთან შედარებით, მაგრამ დაახლოებით, რამდენი უბანიც მოვიგეთ, იმდენი წავაგეთ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს და ვნახოთ, საბოლოოდ რა იქნება. სულ 4 თუ ხუთი უბანია და როგორც ვიცი, 3 უბანი მოვიგეთ, 2 კი წავაგეთ. ამ შედეგების მიხედვით, მაინც მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნოს. კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ დამენახა გამარჯვება პირველივე ტურში, მაგრამ არაუშავს, თუ იქნება მეორე ტური, ჩვენ გვაქვს ის რესურსი, რომ მეორე ტური გამარჯვებით დავასრულოთ", - განაცხადა შავგულიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები