ავტორი:

მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე : "ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება"

მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე : "ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება"

დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-სთან ბრძოლა მისი განადგურებით დასრულდება, ამის შესახებ CNN წერს.

„თუ ირანს სურს ბრძოლა, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება. არასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!“ - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.

გუშინ კი ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ არ სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და აშშ-ს ემუქრებოდეს.

„მე არ მინდა ომი, რადგან ეს აზიანებს ეკონომიკას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ომის დროს ადამიანები იღუპებიან,“ - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირების პოტენციური საფრთხე სულ უფრო იზრდება. ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა.

BBC-ს ინფორმაციით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია და განაცხადა, რომ გამდიდრებული ურანის წარმოებას გააგრძელებდა.

შეთანხმების შედეგად, ბირთვული პროგრამის დასრულების შემდეგ ირანს სანქციები მოეხსნებოდა, თუმცა გასულ წელს აშშ შეთანხმებას ცალმხრივად გამოეთიშა. ტრამპმა განაცხადა, რომ გარიგება არაეფექტური იყო და სანქციები კვლავ აღადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა სპარსეთის ყურეში გემებზე რაკეტები განათავსა. ამერიკელი გამომძიენლების ინფორმაციით კი ირანმა გაერთიანებული საემიროების ნაპირთან ახლოს ოთხი ტანკერი დააზიანა, ბრალდებას ირანი უარყოფს.

ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"

ავსტრალიაში ხანძრის განზრახ გაჩენისთვის 24 ადამიანს წაუყენეს ბრალი

"ავიაკატასტროფის ადგილას ნაპოვნია ჩანაწერი..." - რუსი ბლოგერი წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავის მგზავრთა დიდი ნაწილი სტუდენტები იყვნენ