ავტორი:

როგორი იქნება ახალი ფართომასშტაბიანი ონკოლოგიური ჰოსპიტალი, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შეასრულებს

როგორი იქნება ახალი ფართომასშტაბიანი ონკოლოგიური ჰოსპიტალი, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შეასრულებს

მალე თბილისში, ახალი ონკოლოგიური ჰოსპიტალი დაიწყებს ფუნქციონირებას. მშენებლობას „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მენეჯმენტი ახორციელებს. ახალი პროექტი 1 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და კლინიკის საერთო ფართი 24 000 კვ.მ იქნება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ამერიკული დოლარია.

კონკრეტულად, რას გულისხმობს ახალი ინვესტიცია და როგორი იქნება ახალი ჰოსპიტალი? ამის შესახებ „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს მმართველ პარტნიორს ივანე ნემსაძეს ვესაუბრეთ.

რამ განაპირობა ახალი კლინიკის მშენებლობის საჭიროება?

ონკოლოგიური დაავადებების ზოგადი ფონი არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში საკმაოდ შემაშფოთებელი და მზარდია. როგორც მკვლევარები განმარტავენ, გახშირებული ავადობის მიზეზი შეიძლება, უამრავი ფაქტორი იყოს. აქედან გამომდინარე, ონკოსერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მედიცინის ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდა და მკურნალობის ეფექტური მეთოდები მსოფლიოში წარმატებით დაინერგა.

შედეგად, მივიღეთ ის, რომ პაციენტებს მკურნალობის სხვადასხვა სერვისების მიღება შეუძლიათ მაგრამ, ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებიან, ხშირად უწევთ კლინიკებს შორის გადაადგილება, ტრანსპორტირება. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, აგვეშენებინა ახალი ჰოსპიტალი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სადაც პაციენტები მაქსიმალურ კომფორტულ გარემოში მიიღებენ მომსახურების სრულ სერვისს.

აგრეთვე, თანამედროვე ჰოსპიტალის მშენებლობის ერთ-ერთი მიზანია, არ მოხდეს პაციენტების საზღვარგარეთ გადინება. ჩვენი კლინიკა, საქართველოში აბსოლუტურად ყველა იმ მეთოდოთ და ხარისხით ახორციელებს მკურნალობას, რასაც პაციენტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღებენ.

ასევე, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის იმიჯის განვითარებაში და ჩვენს სივრცეში აღვადგინოთ იმ ჰაბის ფუნქცია, რომელსაც ერთ დროს ონკოლოგიური ცენტრი ასრულებდა. აქედან გამომდინარე, მთლიანი ფინანსური სარგებელი ახალი კლინიკის მშენებლობისკენ მივმართეთ.

როდის დაარსდა თქვენი კლინიკა და რა ისტორია აქვს მას?

პროფესორი გია ნემსაძე უკვე 40 წელია მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში, კერძოდ ონკოქირურგიაში და ზოგად ქირურგიაში. მან „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ 2012 წელს დაარსა და დააკომლექტა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალით. კლინიკა „კოი“-მ დაარსების დღიდან მოიპოვა მოსახლეობის ნდობა, არამარტო საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც.

„კიბო არ არის განაჩენი“ - ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ფრაზას. ჩვენ არაერთი სრულიად განკურნებული პაციენტი გვყავს და საზოგადოების ნდობას „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მიმართ ეს ფაქტიც განსაზღვრავს.

წლის მანძილზე კლინიკა 45 000-მდე პაციენტს ემსახურება და დაახლოებით, 1800- 1900 ოპერაცია კეთდება. მთავარი ნიშა, რაც ჩვენ დავიჭირეთ, ეს ჩვენი მომხმარებლისთვის ორი ტიპის სერვისის სწორად მიწოდებაა: პირველი ეს არის ინტელექტუალური სერვისი - ექიმების საქმიანობა და მკურნალობის მეთოდოლოგია, მეორე - პაციენტთან მოპყრობის სერვისი, ხარისხის მენეჯმენტი. ჩვენი თანამშრომლებისთვის გაწერილი გვაქვს პროტოკოლი, რომელშიც პაციენტთან ურთიერთობის თითოეული დეტალია გათვლილი და ისინი აღნიშნულ წესებს ძალიან კარგად იცავენ. საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევს პროდუქტს, რომელმაც ასეთი პოპულარობა მოგვიტანა. ახალი კლინიკის მშენებლობის ამბიციაც აქედან დაიბადა!

რა ფაზაშია „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მშენებლობა?

დაახლოებით, 4 წელი დავხარჯეთ, რომ მიმდინარე მშენებლობაში ყველა დეტალი გაგვეთვალისწინებინა. თბილისის მერიისგან სულ ახლახან მივიღეთ ახალი ჰოსპიტალის მშენებლობაზე ნებართვა და პროექტის განხორციელება უკვე დავიწყეთ. ამ ეტაპისთვის საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული.

პროექტის არქტექტურული ნაწილი, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია, კომპანია NS Studio-მ შეასრულა. მათ შეძლეს, დაედოთ სტანდარტი, რომელიც ისრაელისა და ევროპის იდენტურია.

ახალი ონკოლოგიური ჰოსპიტალი პაციენტებს კონკრეტულად, რა სერვისებს შესთავაზებს?

„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ საკმაოდ პროგრესულ ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. როგორც გითხარით, ჩვენი მიზნია, ქვეყანაში შევქმნათ ევროპული სტანდარტების სამკურნალო და დიაგნოსტიკური სივრცე.

ახალი შენობა აღჭურვილი იქნება ბოლო თაობის დიაგნოსტიკური აპარატურით. ასევე, ვამატებთ ახალ სერვისს - სხივური თერაპიის მიმართულებას. თურქ პარტნიორებთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტში ინვესტიციას ჩვენთან ერთად ახორციელებენ. ჩვენი ექიმები თურქ ექიმებთან ერთად გადამზადდებიან. ეს იქნება 5-წლიანი პროგრამა და ამ პერიოდში სხივური თერაპიის კურირებას სრულად ჩვენი უცხოელი კოლეგები განახორციელებენ. პროგრამა, რომელიც თურქეთთან ერთად დავგეგმეთ, საშუალებას მოგვცემს, რომ ის სერვისი, რისთვისაც ქართველი პაციენტი მეზობელ ქვეყანაში მიდის შეღავათიან ფასებში იყოს ხელმისაწვდომი.

პაციენტისთვის სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სჯობს, რაღაც დავთმოთ და პაციენტებს შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელიც სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. აქედან გამომდინარე, პაციენტის ბედი მხოლოდ იღბალზე არ იქნება დამოკიდებული და ეს სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს სხვადასხვა საფეხურებს და მნიშვნელოვან კომპონენტებს, მათ შორის ფსქიოლოგიურ კურსს. ჩვენს ახალ ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო სივრცეს ერთი სართული სრულად დაეთმობა.

ონკოპაციენტებისთვის ესთეტიკური მხარე ძალიან მნიშვენლოვანია. ახალ ონკოლოგიურ ჰოსპიტალში იქნება პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია დაეთმობა. რადიკალური მასტექტომიის შემდეგ, ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი სრულყოფილად იგრძნონ, ამიტომ ისინი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ. ეს კიდევ უფრო აუმჯობესებს მათი გამოჯანმრთელების პროცესს.

როდის დასრულდება მშენებლობა და კონკრეტულად რა მისამართზე იქნება ახალი ჰოსპიტალი?

ამჟამად მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. გეგმის მიხედვით, ჰოსპიტალის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს და ამავე წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ შენობა სრულად დაიტვირთება და შეძლებს პაციენტების მიღებას. რაც შეეხება მისამართს, ის დიღომში, ჯავახიშვილის ქუჩაზე შენდება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის