ავტორი:

რა არის ცნობილი მელანიას დის "გასაიდუმლოებული" ცხოვრების შესახებ - ინესი პირველი ლედის უახლოესი მეგობარია

რა არის ცნობილი მელანიას დის "გასაიდუმლოებული" ცხოვრების შესახებ - ინესი პირველი ლედის უახლოესი მეგობარია

აშშ-ს პირველი ლედის და, ინეს კნაუსი პირად ცხოვრებას არასოდეს ასაჯაროებს. მელანიას და ინესს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ, კნაუსი 2005 წელს დონალდ ტრამპისა და მელანიას ჯვრისწერაზე მომავალი პირველი ლედის მეჯვარეც იყო და როგორც ამერიკული მედია წერს, დღემდე მელანიას უახლოეს და ყველაზე სანდო მეგობრად რჩება.

დები თავად ქმნიდნენ სამოსის დიზაინს. მელანიას მეგობარი გამოცემასთან GQ ამბობს, რომ ტრამპს არასოდეს ეცვა მაღაზიაში ნაყიდი ტანსაცმელი.

მელანია და ინეს კნაუსები სლოვენიაში, პატარა ქალაქ სევნიცაში დაიბადნენ. მათ ნახევარძმა, დენიც ციგელნიაკიც ჰყავთ, რომელიც „გარდიანთან“ ამბობს, რომ არც მამას და არც დებს არასოდეს შეხვედრია.

მელანია და ინესი მილანში საცხოვრებლად 90-იანი წლების დასაწყისში გადავიდნენ, სადაც მელანია მოდელად მუშაობდა, ინესმა კი მოდის დიზაინში სცადა ბედი.

მელანიას მეგობრები ამბობენ, რომ ჩვენების შემდეგ ის პირდაპირ სახლში, დასთან მიდიოდა.

„ის არ სვამდა ალკოჰოლს, არ რჩებოდა წვეულებებზე. შოუს დასრულების შემდეგ კი ერჩივნა, სახლში წასულიყო მასავით მშვიდ დასთან,“ - ამბობს პირველი ლედის მეგობარი.

ინესი მხატვარია, ის ცხოვრობს პარკ ავენიუზე მდებარე აპარტამენტში, რომელიც ტრამპის ორგანიზაციას ეკუთვნის. ამერიკის მოქალაქეობა მან გასულ წელს მიიღო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"