ავტორი:

"ეს მოხდება დღეს 15-დან 22:30 საათამდე..." - რა არის "კაზიმი" და როგორია უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

"ეს მოხდება დღეს 15-დან 22:30 საათამდე..." - რა არის "კაზიმი" და როგორია უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს, 21 მაისს მზეც და მერკურიც, ორივე ერთმანეთის მიყოლებით იცვლიან ნიშანს და ტყუპებში გადადიან. კიდევ უფრო მეტად საინტერესო ამ ამბავში კი ის იქნება, რომ ერთსა და იმავე გრადუსზე, მინუტზე და სეკუნდზე მოხვდებიან ძალიან მალევე. ანუ ზუსტი შეერთება ექნებათ. ასეთ ზუსტ შეერთებას მზესთან კაზიმი ანუ "მზის გულში ყოფნა" ეწოდება. მზისა და მერკურის კაზიმი და ეს არც თუ ისე ხშირი მოვლენაა. დაახლოებით, წელიწადში სამჯერ ხდება. ბოლოს ასეთი რამ 30 იანვარს იყო.

ამ დროს პლანეტა მზისაგან მაქსიმალურად იმუხტება, უმძლავრეს ენერგიებს ღებულობს, და რადგან ამჯერად მზე ჩვენი გონებისა და ინტელექტის მმართველ მერკურის ჩაიხუტებს გულში, იმედია ეს ამბავი ყველას სასიკეთოდ წაგვადგება - უფრო გონიერებს და უფრო ლოგიკურებს გაგვხდის...

სამწუხაროდ, კაზიმი მთელი ცხოვრება არ გრძელდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის, რასაც სამყარო გვჩუქნის. ეს მოხდება 21-ში დღის 14:52-დან 22:26 საათამდე პერიოდში. ჩვენი ცნობიერი და მერკური - გონება ასევე აბსოლუტურ თანხვედრაში მოდიან! კარგად დაუკვირდით თქვენს აზრებს. შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იდეები დაგებადოთ ამ დროს, მიხვიდეთ საჭირო გადაწყვეტილებამდე, აღმოაჩინოთ რაღაც გენიალური! მოვლენის პიკი 17:07-ზე უწევს.

აი, მომდევნო დღეებს გონების ზეიმს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებთ. რადგან ამის მერე 3 გრადუსს ვიდრე არ გადასცდება მზისაგან მანძილს, მერკური "დამწვრად" ითვლება. ეს კი კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. 24 მაისის გამთენიის 4 საათამდე, ცოტა არ იყოს, ტვინს შესაძლოა გაუჭირდეს. ამიტომ არარეკომენდებულია სერიოზული გონებრივი სამუშაოს შესრულება 22-23 რიცხვებში, ვთქვათ, გამოცდაზე ან გასაუბრებაზე გასვლა, ნაშრომის წერა, დოკუმენტების გაფორმება. ვაჭრობა - კომერციაც ვერ ქაჩავს ამ პერიოდში, კომუნიკაციაც დაბალია, ტექნიკასაც უჭირს, განსაკუთრებით მობილურებს და ლეპტოპებს. აი, 24-დან ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ