ავტორი:

ამადეო მოდილიანის  3 რჩეული  ტილო უკვე გაყიდვაშია

ამადეო მოდილიანის  3 რჩეული  ტილო უკვე გაყიდვაშია

„დედიეს პორტრეტი“, „ჟანა ებიუტერნი“ და „მწოლიარე შიშველი ქალი“- ეს ის სამი ტილოა, რომელიც საზოგადოებამ აარჩია “კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, სადაც ხალხის ჩართულობით ჯერ მხატვრები ირჩევა, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი ყველასთვის.

საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, რადგან ყველა იცნობს მოდილიანი შემოქმედებას. „შენს თვალებს სწორედ მაშინ დავხატავ, როცა შენს სულს შევიცნობ“, - ცოტა თუ მოიძებნება ჩვენს შორის, ვინც ამ ფრაზის ავტორის ვინაობა არ იცის.

მხოლოდ 35 წელი იცხოვრა, უმეტესად უმძიმეს პირობებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, თუმცა სიცოცხლის ბოლო წუთებიც სველ ტილოსთან, საყვარელი საქმის კეთებისას გაატარა. მისი შემოქმედება კი ძირითადად, მხატვრის საყვარელი ქალისა და მუზის - ჟანა ებიუტერნის პორტრეტებით არის ცნობილი. მე-20საუკუნის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის განუმეორებელი სტილი კი იმდენად ავთენტურია, რომ შეუძლებელია, მისი ხელწერა ვერ იცნო - გრძელი, ოვალური სახე, ნუშის თვალები, ვარდისფერი ფერთა გამა, განუმეორებელი ლურჯი და წაბლისფერი,გრძელი, მომრგვალებული კისერი. ეს ყველაფერი ერთად კი უზომო სევდასა და მხატვრის ტრაგიკულ ცხოვრებას გამოსახავს.

ხალხის რჩეული 4 მხატვრის: ვან გოგის, ლეონარდო და ვინჩის, კლოდ მონესა და სალვადორ დალის რეპროდუქციები უკვე გამოვიდა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. 20 მაისიდან მათ რიცხვს ამადეო მოდილიანის სამი რეპროდუქციაც შეემატა. „დედიეს პორტრეტი“, „ჟანა ებიუტერნი“ და „მწოლიარე შიშველი ქალი“ მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების ჯიხურებსა და წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში".

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს:

https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა