ავტორი:

"ამ საქციელით მინდოდა სხვებისთვისაც მაგალითი მეჩვენებინა" - 5 შვილიანი ოჯახი, რომელმაც თბილისში ცხოვრებას რაჭის მთები არჩია

"ამ საქციელით მინდოდა სხვებისთვისაც მაგალითი მეჩვენებინა" - 5 შვილიანი ოჯახი, რომელმაც თბილისში ცხოვრებას რაჭის მთები არჩია

თეიმურაზ რეხვიაშვილი პროფესიით კულტურათმცოდნეა. ის მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად საცხოვრებლად თბილისიდან რაჭაში გადავიდა და მთავარ მიზნად ამ მხარეში ტურიზმის განვითარება, ასევე სხვებისთვის რეგიონებში დაბრუნების მაგალითის მიცემა დაისახა. ის საკუთარ გადაწყვეტილებასა და მრავალშვილიან მამობაზე Mshoblebi.ge-სთან საუბრობს:

- 5 შვილით, გადახვედით მაღალმთიან რეგიონში. რატომ გადაწყვიტეთ, რომ გეცხოვრათ თბილისიდან მოშორებით?

- მთელი ოჯახით ჩემს კუთხეს დავუბრუნდი. პირველ რიგში, კულტურული შეხედულება და ღირებულება იყო ჩემთვის. თავიდანვე ყურადღებას ვაქცევდი აქაურობას, თავადაც რაჭველი ვარ და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის თემაზე კვლევსაც ვაწარმოებდი. ჩემი დაბრუნებით პირველ რიგში ამ კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა მინდოდა. გარდა ამისა, იცით, ალბათ, რომ რაჭა ყველაზე მიგრაციული რეგიონია. ეს კუთხე თითქმის დაიცალა და ამიტომ ბავშვების გადმოყვანა აუცილებლად ჩავთვალე, რათა სხვებისთვისაც მაგალითი მეჩვენებინა.

- რამდენი ხანია, რაც რაჭაში დასახლდით?

- ჩემი პირველი დასაბუთებული აქეთ ყოფნა 2015 წელს პროექტით დავაფიქსირე. კვლევითი პროექტი მქონდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, მაშინ წამოვედი და იმის მერე უკვე სისტემატურად აქეთ ვარ. ბავშვები პირველ კლასში აქ მივიყანე. ზაფხულობით სულ ჩამოვდიოდით ხოლმე. პერიოდულად ვაჩვევდი აქ ყოფნას.

- როგორ შეეგუენ ბავშვები ახალ გარემოს?

- კარგი იქნებოდა, უკეთესი პირობები დაგვხვედროდა ბავშვებისთვის, მაგრამ, ზოგადად, დატვირთული ცენტრებიდან მოშორებით, ესეთი ადგილები ძალიან კარგია რეკრეაციისა და რეაბილიტაციისთვის. ბავშვები აქ უნდა იზრდებოდნენ იმიტომ, რომ ძალიან კარგი გარემოა.

- დრო რომ გავიდა, რამდენად სწორად თვლით თქვენს გადაწყვეტილებას?

- საკმაოდ სწორად მიმაჩნია. კლიმატია ძალიან კარგი, რესურსიცაა, უბრალოდ გამოუყენებელია. კლიმატი რასაც იძლევა, ადამიანის ხელი არ ეტყობა და გამოუყენებელია. პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს რაჭას და კარგი იქნება, ბევრი ადამიანი დაბრუნდეს აქ. ყველას ეყოფა აქაური ბუნებრივი რესურსი.

- როგორია მრავალშვილიანი მამობა?

- ალბათ, გაუჩერებელი მოქმედება.

- თქვენ ხართ დისციპლინის მოყვარული მამა თუ უფრო თავისუფლებას ანიჭებთ ბავშვებს?

- თავისუფლებას ხომ რაღაც რეჟიმი აქვს. უპირატესობას ვანიჭებ, რა თქმა უნდა, თავისუფლებას, მაგრამ წესრიგის ფარგლებში. ჩემი თავისუფლება შეიძლება იმხელაზე შემოვსაზღვრო, რომ სხვისი თავისუფლება შევზღუდო. ამიტომ, ბავშვები თავისუფლები არიან, თუმცა არსებობს რაღაც ზღვარი...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ