ავტორი:

"შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - რას ჰყვება ქეთევან სორდია და როგორ აფასებს მის "ფეისბუქ-შარჟებს"

"შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - რას ჰყვება ქეთევან სორდია და როგორ აფასებს მის "ფეისბუქ-შარჟებს"

63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს. ცხოვრობს და შრომობს, როგორც ბევრი მისი თანასოფლელი ქალი. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც თითქმის მთელი საქართველო გაიცნობდა.

ზუგდიდის მერის არჩევნებზე "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაპირისპირებამ ქეთევან სორდია სოციალური ქსელის გმირად აქცია.

ინტერნეტში განსაკუთრებით პოპულარული ის ვიდეო გახდა, სადაც დაპირისპირების დეტალებს ჰყვება, თან ამბობს, რომ ცუდად არის და დამამშვიდებელ წვეთებს აწვდიან.

მას "ფეისბუქში" სახალხო არტისტი უწოდეს და "ოსკარითაც დააჯილდოვეს". ინტერნეტში გაშარჟებული ფოტოები თვითონაც ნახა. გვითხრა, რომ ინერვიულა, თუმცა არ გაბრაზებულა.

ქეთევან სორდიასთან ინტერვიუ ადგილობრივმა მედიასაშუალებამ, "ლაივპრესმა" ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, 63 წლის ქალი, მთელმა საქართველომ გამიცნო. თუნდაც მსახიობი დამიძახონ, მე სიმართლისთვის მებრძოლი ვარ. რაღაც ფოტოებს მიკეთებენ, ხან კუდს გამომაბამენ, ხან გვირგვინს დამადგამენ, ხან ივანიშვილი მიზის გვერდით და მარაოს მინიავებს. რასაკვირველია, მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება მსხვერპლი.

მე გავხდი ნიკა გვარამიას მსხვერპლი, მე არ მრცხვენია. იმისთვის ვიბრძვი, რომ თქვენ იცხოვროთ მშვიდობიანად, რომ ჩემს შვილს, გიორგის არ ეშინოდეს და თქვენ არ გეშინოდეთ", - აცხადებს ქეთევან სორდია.

გვიჩვენებს წამლებს. ამბობს, რომ ხშირად იღებს, რადგან ავტოავარიაში 24 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობას უჩივის.

"ნერვიულობა არ შემიძლია. შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები. გვარამია როგორ შემეხო, შეურაცხყოფა მომაყენა. ვინერვიულე, ზოგმა კაპლი მომიტანა, ზოგმა წყალი. ვეძებ სამართალს, ვდგები იქ, სადაც დგებიან ჩემი შვილები. ზვიად გამსახურდიას ამბებიდან დაწყებული, სულ ვიდექი სიმართლის მხარეს. რას ჰქვია მსახიობი, როგორ უნდა მემსახიობა, ამის ნერვები მქონდა? მე იქ ავნერვიულდი", - ჰყვება ქეთევან სორდია. წაიკითხეთ სრულად + ვიდეო "ლაივპრესზე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ