ავტორი:

რა მოხდება წლის მთავარ HR ღონისძიებაზე 31 მაისს?

რა მოხდება წლის მთავარ HR ღონისძიებაზე 31 მაისს?

31 მაისს, King David-ის ივენთ ჰოლში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2019 გაიმართება.

მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და სფეროსთან დაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს.

უფრო დეტალურად ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებისგან შევიტყვეთ.

საიდან გაჩნდა HR ბიზნეს სამიტის ჩატარების იდეა?

ანა გზირიშვილი: HR hub, გარდა ყოველთვიური შეხვედრებისა, წელიწადში ერთხელ ატარებს მასშტაბურ ღონისძიებას. პირველად HR ბიზნეს სამიტი 2018 წელს ჩავატარეთ. მუდმივად თვალს ვადევნებთ საზღვარგარეთ მიმდინარე HR მოვლენებს. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში და ვიფიქრეთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან კარგი იქნებოდა მისი ჩატარება. რა თქმა უნდა, მოვარგეთ არსებულ გარემოს და ასე დაიბადა HR ბიზნეს სამიტი. გამოხმაურება იყო ძალიან მაღალი. სამიტს 350 ადამიანი დაესწრო 2018 წელს და კიდევ ძალიან ბევრი მსურველი იყო. თუმცა მდებარეობა არ გვაძლევდა დამატების საშუალებას. შესაბამისად წელს, გადავწყვიტეთ მასშტაბი ბევრად უფრო გაგვეზარდა და ფორმატიც შეგვეცვალა.

რა მოხდება 31 მაისს, King David-ში?

ანა ნავდარაშვილი: 2019 წელს, თბილისი HR ბიზნეს სამიტს განახლებული ფორმატით უმასპინძლებს. ღონისძიება რამდენიმე ნაწილად იქნება დაყოფილი. მთავარ სივრცეში, სადაც დასწრებას ყველა დელეგატი შეძლებს, დაეთმობა ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 12 სპიკერი 15 წუთში გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ხედვასა და მოსაზრებას. აქვე გაიმართება პანელ დისკუსია 4 წამყვანი კომპანიის დირექტორის მონაწილეობით:

სოფიო ლებანიძე - "პსპ დაზღვევა"

ირაკლი გაგნიძე "პალიტრა მედია ჰოლდინგი“

ნიკა ქურდიანი - "თიბისი ბანკი“

ლევან გიორგაძე - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“

მეორე ნაწილში კი, სპიკერების გამოსვლების პარალელურად, რამდენიმე სივრცეში, ერთდროულად ჩატარდება ვორქშოპები და სხვადასხვა აქტივობა.

აგრეთვე იქნება საგამოფენო სივრცე, სადაც კომპანიები HR მენეჯერებისთვის და ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო სერვისებს წარმოადგენენ.

ღონისძიების ორგანიზებაში HR hub-ის გუნდის გარდა, აქტიურად არის ჩართული Teamboat და Rem•Bow Events.

რა თემებს დაეთმობა ვორქშოპები და ყველას შეუძლია თუ არა დასწრება?

ანა გზირიშვილი: წელს, HR ბიზნეს სამიტს დაემატა ვორქშოფების ნაწილი. სულ ჩატარდება 3 ასეთი შეხვედრა, რომელსაც შემდეგი კომპანიები წარმოადგენენ: პსპ დაზღვევა - PSP Insurance, რომელიც ღონისძიების წარმდგენია. Grant Thornton Georgia და დეველორი.

ვორქშოპებსა და ნეთვორქინგ აქტივობებზე დასასწრებად მონაწილეები დარეგისტრირდებიან ღონისძიებაზე მოსვლისათანავე. რა თქმა უნდა ადგილები შეზღუდულია.

როგორ შეარჩიეთ სპიკერების სასაუბრო თემები?

ანა ნავდარაშვილი: ჩვენ მუდმივად ვატარებთ გამოკითხვებს HR hub-ის წევრებთან. ვეკითხებით ვის ისურვებენ სპიკერად და რა თემაზე. მუდმივად ვიკვლევთ აქტუალურ თემებს. შესაბამისად სწორედ, მათ მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული თემები ავარჩიეთ და სპიკერებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. გვინდოდა კრეატიული სახელები ჰქონოდა ყველა თემას და ასეც გამოვიდა.

რით იქნება გამორჩეული წლევანდელი სამიტი?

ანა გზირიშვილი: გამორჩეულია უკვე იმით, რომ გაიზარდა მასშტაბები. წელს 400-ზე მეტ ადამიანს ველოდებით. ასევე ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დაგვემატა ვორქშოპები, ნეთვორქინგ აქტივობები, თამაშები და სხვა. გვყავს უცხოელი სპიკერები და გვიხარია, რომ საერთაშორისო კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილი სამიტზე. მაგალითად Fircroft, რომელიც ღონისძიების მხარდამჭერია.

აგრეთვე, ბევრი სიურპრიზი ელოდება მონაწილეებს. გვექნება გათამაშება, სადაც მთავარი პრიზი Grand Voyage-ის მიერ დაწესებული 2 ავიაბილეთია. ასევე პრიზებს აწესებს სამიტის პარტნიორი კომპანიები.

რას გულისხმობს ნეთვორქინგ ოთახი?

ანა გზირიშვილი: "პალიტრა მედია ჰოლდინგს" ექნება Networking Room, სადაც ძალიან საინტერესო აქტივობები და საჩუქრები ელოდება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს. m2rent​, ინტერაქტიულ აქტივობებს უმზადებს მონაწილეებს. თამაშებში იქნება ჩართული Food Management Group-ც, რომელიც ღონისძიების მონაწილეების კვებაზე, ტუპინამბას ყავასთან ერთად იზრუნებს. ასევე იქნება, ენერჯაიზერები და როლური თამაშები.

რატომ უნდა დაესწრონ ღონისძიებას?

ანა ნავდარაშვილი: დაესწრო HR ბიზნეს სამიტს, ეს ნიშნავს იყო შენი სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში, აღმოაჩინო საუკეთესო პრაქტიკები HR სფეროში, გაეცნო მიმდინარე სიახლეებს, შეხვდე ყველა კოლეგას ერთ სივრცეში, გაიცნო და გააცნო თავი ადამიანებს შენი სფეროდან. ჩვენი მიზანია, რომ სამიტის ყველა მონაწილისთვის სასარგებლო იყოს ღონისძიება და მისთვის საინტერესო აღმოჩენები გააკეთოს.

ბილეთების შეძენა როდემდეა შესაძლებელი?

ბილეთების გაყიდვა დაწყებულია tkt.ge-ზე და 25 მაისამდე გაგრძელდება. მათ კი ვისაც კომპანიის სახელით სურს შეძენა, უნდა მოგვწერონ info@hrhub.ge-ზე.

ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა - PSP Insurance

ოქროს სპონსორი: Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი

Teamboat Food Management Group • ფუდ მენეჯმენტ გრუპი Rem•Bow Events King David

ვერცხლის სპონსორები: Fircroft m2rent​ Grant Thornton Georgia

მხარდამჭერები:

KD4US DEVELOR Georgia

BIA • ბია

Tupinamba Coffee – Georgia Grand Voyage • გრანდ ვოიაჟი

Anemone • ანემონე

მედია მხარდამჭერები არიან:

BMG; "იმედი"; InterPressNews.ge; BPN.GE; ambebi.ge; palitravideo.ge; ForbesWomanGeorgia

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ