ავტორი:

ბიბლუსის 11 წლის იუბილე და დიდი ფასდაკლება 500–მდე წიგნზე

ბიბლუსის 11 წლის იუბილე და დიდი ფასდაკლება 500–მდე წიგნზე

ზუსტად 11 წლის წინ საქართველოს ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის ისტორია დაიწყო, როცა 2008 წლის 23 მაისს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ბიბლუსის“ პირველი მაღაზია გაიხსნა.

„ბიბლუსის“ მაღაზიები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის წიგნებს ქართულ და უცხოურ ენებზე, საკანცელარიო და ხელსაქმის ნივთებს, სუვენირებს... ყველაფერს, რაც ნებისმიერი ასაკის, სქესის, ეროვნების, გემოვნების ადამიანს დააინტერესებს.

„ბიბლუსი“, ტრადიციულად, თავის ერთგულ მომხმარებელს იუბილესთან დაკავშირებით საჩუქარს უმზადებს და მხოლოდ 23 მაისს 500-მდე რჩეულ წიგნზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლებული წიგნების სია.

ეს ყველაფერი არ არის! 23 მაისს 12:00სთ-17:00სთ-მდე თბილისის ქუჩებში "ბიბლუსის ლიტერატურული ავტობუსი" გამოჩნდება. ავტობუსში ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერლები დაგხვდებიან, რომლებთანაც სასურველ წიგნზე ისაუბრებთ და ფოტოებს გადაიღებთ. „ლიტერატურულ ავტობუსში“ სასაჩუქრე წიგნები და უამრავი სიურპრიზი გელოდებათ.

საღამო კი შეგიძლიათ კანდელაკის ბიბლუსი გალერიში დაასრულოთ, სადაც 19:00 საათზე ალეკო შუღლაძის ახალი წიგნის - "ქრონიკული დაღლილობის სურნელის" პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაცია გაიმართება. „რამდენად შესაძლებელია, შეიყვარო მტერი შენი?..“- ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხსაც ეძებს წიგნის მთავარი გმირი.

ასე რომ, შეგიძლიათ, 23 მაისს „ბიბლუსთან“ ერთად აღნიშნოთ მისი 11 წლის იუბილე, თქვენს საყვარელ ქართველ მწერლებს შეხვდეთ და წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი