ავტორი:

Vendoo - ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობით პროდუქციას საქართველოს ყველა რეგიონიდან შეიძენთ

Vendoo - ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობით პროდუქციას საქართველოს ყველა რეგიონიდან შეიძენთ

ელექტრონული კომერცია საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრ ჩვენგანს სასურველი ნივთის შეძენა უკვე ონლაინ სივრცეში ურჩევნია, რადგან ჩვეულებრივ მაღაზიებში სიარულს ვერ ასწრებს.

გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შესაძლებელია, ახალი, საინტერესო და ჩვენთვის სასურველი პროდუქტი ან ბრენდი აღმოვაჩინოთ, რომლის ერთგული მომხმარებლებიც გავხდებით. ასევე, ონლაინ სივრცეში კონკრეტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღება უფრო მარტივია, რადგან მის შესახებ არაერთ რევიუს წააწყდებით.

ამ ტენდენციების გადათვალისწინებით, „თიბისი ჯგუფმა“ გადაწყვიტა, ელექტრონული კომერციის პლატფორმა Vendoo.ge შეექმნა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს მოემსახურება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს. საწყის ეტაპზე, Vendoo-ზე 3 კატეგორიის, ჯამში 5 000-ზემეტი პროდუქტია განთავსებული, რომლითაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება.

ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა ჯერჯერობით, ელექტროტექნიკას, ბავშვისა და თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს ართიანებს და მისი მეშვეობით სასურველი პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია.

Vendoo-ს გენერალური დირექტორის, ლაშა მაჭავარიანის ინფორმაციით, Vendoo-ს ახალი კატეგორია ყოველთვიურად დაემატება და ვებგვერდი მუდმივად განახლების პროცესში იქნება.

„მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს და სურპრიზს შევთავაზებთ. მომხმარებელი, რომელიც 1 ივნისამდე რეგისტრაციას გაივლის და Vendoo-ზე მინიმუმ 1 პროდუქტს შეიძენს, მთელი ზაფხულის განმავლობაში დამატებითი სიახლეებით ისარგებლებს. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, რომ ვებგვერდი უკვე გატესტოს და თავისი მოსაზრებები გაგვიზიაროს. ჩვენი გუნდი არის ძალიან ინტერაქციული, თითოეულ მომხმარებელთან ძალიან კომუნიკაბელური და შესაბამისად, ნებისმიერი სახის რჩევა იქნება გათვალისწინებული და ასახული ჩვენს ვებგვერდზე“, - აღნიშნა მან.

ლაშა მაჭავარიანის განმარტებით, იმ კომპანიებს, რომლებიც Vendoo-ზე ამჟამად წარმოდგენილ კატეგორიებთან თავიანთი პროდუქციის შესაბამისობას ხედავენ, რეგისტრაციის გავლა და ელექტრონულ კომერციაში ჩართვა უკვე შეუძლიათ.

„ასევე,დავაანონსეთ, რომ ქართული პროდუქტის მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ზაფხულის ბოლომდე აუცილებლად დავამატებთ კატეგორიას, რომელიც კონკრეტულად, მათთვის იქნება განკუთვნილი“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია,რომ Vendoo საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ვებგვერდი კომპანიებს პროდუქციის განთავსებას მარტივად და მოკლე დროში სთავაზობს. ლაშა მაჭავარიანის განმარტებით, Vendoo-მ უკვე შექმნა სერვისი, რომლის თანახმად, ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, პროდუქცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე თავად განათავსონ. მიუხედავად ამისა, Vendoo-ს ადმინისტრაცია მცირე და საშუალო ბიზნესს ამ პროცესში თავად აქტიურ კონსულტაციასა და დახმარებას გაუწევს.

„პლატფორმა მუდმივად დახვეწის პროცესში იქნება და ბუნებრივია, ეს კლასიკური გაგებით არის Market Place, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თვითონ მომწოდებლებმა, პროდუქციის შემომტანებმა აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეძლონ ყველა იმ პროდუქტის განთავსება, რომელიც ბუნებრივია, სტანდარტებს პასუხობს“, - აღნიშნა მან.

Vendoo-მ ოპერირება მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. შეძენილი ნივთის თბილისის მასშტაბით მიწოდების დრო ერთი დღეა, რეგიონების მასშტაბით კი - 2-3 დღე. Vendoo-ს დირექტორის ლაშა მაჭავარიანის ინფორმაციით, პლატფორმის მომსახრებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც გათვალისწინებულია.

„ჩვენ ბაზარზე უნიკალური და ძალიან ლმობიერი პროდუქტის მობრუნების სერვისი გვაქვს. გვინდა, რომ მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდზე თავს ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მსხვილ ტექნიკას შეიძენენ, რომლის ზომებიც სამზარეულოს არ მოერგება,არ ექნებათ განცდა, რომ ტყუილად გადაიხადეს, რადგან ამ პროდუქციის უკან დაბრუნებისა და უსასყიდლოდ ჩანაცვლების სერვისს Vendoo უზრუნველყოფს“, - განმარტა მან.

Vendoo-ს ბაზარზე შემოსვლა „თიბისი ჯგუფის“ ინფორმაციის მართვის დირექტორმა და Vendoo-ს პროექტის მენეჯერმა ამირან შეროზიამაც შეაფასა.

„ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს მომწოდებელთან აკავშირებს და გვეხმარება, როგორც მედიატორი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ვაჭრობის უდიდესი წილი უცხოურ ვებგვერდებზე მოდის, ჩვენ კი მოსახლეობას ლოკალურ, კომფორტულ, მარტივ გადახდის საშუალებასვთავაზობთ. გვინდა, შევცვალოთ ქართული რეალობა და ხელი შევუწყოთ ელექტრონული კომერციის საქართველოში განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში წავახალისოთ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი, წავახალისოთ და მეწარმეებს დავეხმაროთ თავიანთი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ“, - აღნიშნა მან.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, Vendoo არა მხოლოდ „თიბისისთვის“, არამედ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე ორიენტირებული სერვისია.

„დღეს იხსნება ელექტრონული კომერციის აპლიკაცია Vendoo.ge, რომელიც არამარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოს რეალობისთვის არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებითიმიტომ, რომ ის მოემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მომსახურება ქართველ მეწარმეებს საშუალებასმისცემს, თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია ამ სივრცეში მოახდინონ. მეორე მხრივ, Vendoo ქართველ მომხმარებელსსაშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს პროდუქცია. ეს ძალიან კომფორტული მომსახურება იქნება“, - აღნიშნა მან.

Vendoo-ს მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმებიც აქვს. უფრო კონკრეტულად, 2019 წელი სრულად დაეთმობა საქართველოს ბაზარს რათა Vendoo დაიხვეწოს და ყოველთვის პასუხობდეს ყველა იმ მოთხოვნასა და სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა; 2020 წელს კი ელექტრონული კომერციის პლატფორმის გუნდს სურს, Vendooრეგიონის მასშტაბით გავიდეს. პირველ ეტაპზე, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც Vendooიქნება უზბეკეთი და აზერბაიჯანი განიხილება, სამომავლოდ კი ქართული პლატფორმის ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით იგეგმება.

Vendoo-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის