ავტორი:

29 წლის ქეთი სუთიძე საქართველოში გადმოასვენეს - საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე ბერძნული მედია ახალ დეტალებს წერს

29 წლის ქეთი სუთიძე საქართველოში გადმოასვენეს - საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე ბერძნული მედია ახალ დეტალებს წერს

საბერძნეთში მოკლული ქეთი სუთიძე საბერძნეთიდან საქართველოში გადმოასვენეს.

შემთხვევა 15 მაისს ათენის გარეუბან კალითეაში მოხდა. საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სუთიძის ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძეა, რომელიც საბერძნეთში პატიმრობაშია. ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას საქმის გამოძიების პროცესში ახალი დეტალებისა და მკვლელობის სავარაუდო მიზეზის შესახებ.

გამოცემა espressonews.gr იუწყება, რომ ბერძენი სამართალდამცველების ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ყოფილი მეუღლის ეჭვიანობა გახდა.

ქეთი სუთიძე ნაქირავებ ბინაში 15 მაისს გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა იმ გარემოებაზე გაამახვილეს ყურადღება, რომ ქალი საკუთარ საცხოვრებელში იყო ჩაკეტილი - ქამრით გაგუდული. სწორედ ამ გარემოების გამო და ასევე, მეზობლების ჩვენებებზე დაყრდნობით, პოლიციელებმა ეჭვი ყოფილ მეუღლეზე მიიტანეს. გაირკვა, რომ შალვა ქათამაძეს ყოფილი მეუღლის ბინის გასაღები ჰქონდა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ მეუღლეს ხშირად სტუმრობდა. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 მაისს და 13 მაისსაც იყო მისული და სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა ისმოდა.

როგორც espressonews.gr წერს, ბერძენი სამართალდამცველების ვერსიით, მკვლელობის დღეს ქეთი სუთიძემ შვილები წაიყვანა სკოლაში და დაბრუნდა კალითეაში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მივიდა შალვა ქათამაძე. მათ შორის მოხდა მწვავე დაპირისპირება. ქათამაძემ საწოლზე დააბა ყოფილი მეუღლე, მოიხსნა ქამარი და გაგუდა. შემდეგ ცხედარს დააფარა საბანი, კარები გარედან ჩაკეტა და გაუჩინარდა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ქათამაძე ალიბის შექმნას ცდილობდა. მკვლელობის დღეს გარდაცვლილის ტელეფონიდან ქათამაძისთვის გაგზავნილია სმს შეტყობინება, რომელშიც სუთიძე სთხოვს ყოფილ მეუღლეს, რომ ბავშვები სკოლიდან მან გამოიყვანოს. სავარაუდოდ, ეს შეტყობინება შალვა ქათამაძემ საკუთარ მობილურზე თვითონ გაიგზავნა, მას შემდეგ რაც ყოფილი მეუღლე მოკლა.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის სასამართლო პროცესი საბერძნეთში გუშინ გაიმართა და მას დაესწრო ქეთევან სუთიძისა და შალვა ქათამაძის 12 წლის შვილი.

გარდაცვლილსა და ბრალდებულს ორი საერთო შვილი ჰყავთ - 9 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი. AMBEBIGE-ს საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული შალვა ქათამაძის დედამ, ანუ მოკლულის დედამთილმა და მულმა უარი განაცხადეს, რომ ბავშვები დედის დაკრძალვას დასწრებოდნენ. მეურვის, ამ შემთხვევაში მამის ნებართვის გარეშე, ისინი საბერძნეთს ვერ დატოვებენ. ბავშვები ამჟამად საბერძნეთში მამიდასთან იმყოფებიან.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს