ავტორი:

სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა

სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა

ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფრენის მომენტიდან თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გადაუხურდა. ავიალაინერი თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

"ინტერპრესნიუსის" დაუკავშირდა ტურისტული კომპანია Discovery-ს, რომელიც საქართველოში El Al-ის წარმომადგენელია.

"ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავი დაჯდა და სხვა ბორტზე ადიან მგზავრები, რომელიც მოფრინავს 21:30 საათისთვის, სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს", - განაცხადეს ტურისტული კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი