ავტორი:

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა. რკინის კონსტრუქციის მონტაჟი თელავის თეატრის წინ წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით დასრულდა. თუმცა კონსტრუქცია მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც რამდენიმე ადამიანი დასრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა.

მომხდარზე თელავის მერიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სცენის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და შესაბამისად, პასუხიმგებელ კომპანიაზე ინფორმაცია არ აქვთ.

თელავის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ზაქრო რაზმაძე კი არ გამორიციხავს, რომ ინციდენტის გამო, დაგეგმილი პროგრამა შეიცვალოს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო