ავტორი:

ბათუმში 26 მაისის საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების ფრიალს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა - რატომ გადააყენეს აჭარის კულტურის მინისტრი

ბათუმში 26 მაისის საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების ფრიალს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა - რატომ გადააყენეს აჭარის კულტურის მინისტრი

ბათუმში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აბაშიძის ქუჩაზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი ეროვნული სამოსით მსვლელობა მოაწყვეს.

8 ქვეყანას შორის იყო რუსეთი, რუსეთის წარმომადგენლებმა მსვლელობისას რუსეთის დროშაც გამოფინეს და შეძახილები „რასია“ ისმოდა, რაც მოქალაქეთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ამ დროისათვის მსვლელობა დასრულებულია და ევროპულის მოედანზე რეგიონის პირველ პირებს ელოდებიან, სადაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონიძიება ოფიციალურად გაიხსნება.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილის თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის.

ინგა შამილიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის დროშების ფრიალი აბაშიძის ქუჩაზე პოლიტიზირებული არ არის. როგორც შამილიშვილმა აღნიშნა, ეს არის კულტურული ღონისძიება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები ღებულობენ მონაწილეობას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ