ავტორი:

ქარმა რუსთაველზე 26 მაისის თაღი დაშალა - დაზიანებულია რამდენიმე პავილიონი

ქარმა რუსთაველზე 26 მაისის თაღი დაშალა - დაზიანებულია რამდენიმე პავილიონი

ქარის გამო, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პავილიონი დაზიანდა, მათ შორის 26 მაისის თაღი. მცირე თაღოვანი კონსტრუქცია ქარმა წააქცია.

დედაქალაქში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, წვიმასა და ქართან ერთად რუსთაველის გამზირზე სეტყვა წამოვიდა. რის გამოც გამოფენილი პავილიონების ნაწილი დროებით დახურულია.

ასევე გადაიდო რიგი სპორტული ღონისძიებები, რომელიც დედაქალაქის ცენტრში დილიდან იმართებოდა.

26 მაისის ღონისძიების ორგანიზატორებს ღონისძიების ფარგლებში რაიმე ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, განრიგის მიხედვით საზეიმო ღონისძიება 20:00 საათზე გალა-კონცერტით დაიხურება.

ავარიას თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა

ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა