ავტორი:

ვხარჯოთ თუ დავზოგოთ? - ივნისის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვხარჯოთ თუ დავზოგოთ? - ივნისის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

გვიახლოვდება ზაფხულის პირველი თვე და, რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, რას მოგვიტანს ის. ვიღაც შვებულებას გეგმავს, ვიღაც კი ფინანსური გარიგების დადებას აპირებს. გაგვიმართლებს თუ არა ამ თვეში და იქნება თუ არა ივნისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის წარმატებული? მოდი, ვარსკვლავებს ვკითხოთ.

1. ვერძი

ივნისი ცვლილებების ძლიერ სურვილს აღგიძრავთ, რაც საცხოვრებლის შეცვლას და სხვაგან გადასვლას უკავშირდება. მოგინდებათ რაღაც ახალი, რამაც შესაძლოა დიდი დანახარჯები გამოიწვიოს. თუმცა, ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ეს ფულის კარგი დაბანდება იქნება და ხარჯებს არ შეუშინდეთ. დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდება, რომ თქვენი გეგმები სისრულეში მოიყვანოთ.

არ ღირს ეკონომიის გაკეთება მსხვილ შენაძენებსა თუ დღესასწაულების მოწყობაზე. ფინანსურ ხარჯებს დადებითი ემოციებით აინაზღაურებთ. ამ თვეში გეძლევათ შანსი, რომ რუტინას თავი დააღწიოთ.

2. კურო

კუროებს ივნისი ბევრ საცდურს სთავაზობს, მაგრამ არ ღირს ამ შემოთავაზებებში თავით გადაეშვათ. მოგიწევთ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინოთ და ბალანსი იპოვოთ. ყველაფერს ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს, მაგრამ ეკონომიაც არ გაწყენთ. გექნებათ სიტუაცია, როცა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ ხელმომჭირნეობა და ეკონომია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ხელმომჭირნელობა თავის შედეგსაც გამოიღებს. მოერიდეთ გაუაზრებელ და წინდაუხედავ გადაწყვეტილებებს. ასე სამომავლო კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნით.

3. ტყუპები

სწორედ ტყუპებისთვისაა ივნისი ყველაზე წარმატებული. ამ თვეში შეძლებთ კარგად გამოიმუშაოთ და ხელსაყრელად დააბანდოთ თქვენი კაპიტალი. ფული თვითონ იდენს თქვენს ხელში, საჭიროა მხოლოდ სწორად განკარგოთ ის და დასახულ მიზნებსაც მოკლე ვადებში მიაღწევთ.

თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ფული უცებ დაგჭირდეთ. ასეთი სიტუაციებისთვის ყოველთვის უნდა გქონდეთ დანაზოგი.

4. კიბო

ეს თვე კიბოებისთვისაც წარმატებულია. ფულადი სახსრები არ მოგაკლდებთ, შეგიძლიათ თავს ყველაფრის უფლება მისცეთ და საკუთარი თავი და ოჯახის წევრები საყიდლებით გაანებივროთ. თუმცა, სიფრთხილეც გმართებთ. არ დათანხმდეთ მაცდურ წინადადებებს, რომლებიც ფულის დაბანდებას უკავშირდებიან.

5. ლომი

ლომებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერი შესანიშნავად ექნებათ. ეს თვე ნამდვილად წარმატებულია ფინანსურად. უამრავი პერსპექტივა და შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა მცირე უსიამოვნებაც მოგიხდეთ, რომელიც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს, მაგრამ ეს დროებითია.

ივნისში იდეალურ ბალანსს იპოვით ხარჯებსა და შემოსავლებს შორის.კმაყოფილი იქნებით იმით, რომ საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავი გაანებივროთ. წაიკითხეთ სრულად

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე

მამაკაცის სკანდალური სტილი 2020 წელს - "ნუთუ, ეს არის კრეატივი და მოდა?"

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები