ავტორი:

"ველოდებით სტუმრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე" - 26 მაისისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი არ გადაიდება

"ველოდებით სტუმრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე" - 26 მაისისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი არ გადაიდება

უამინდობის გამო საზეიმო ღონისძიებების პროგრამაში ცვლილება არ შესულა, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 26 მაისის შემოქმედებითი ჯგუფის წევრმა თათა სვანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ორგანიზატორები პირველი რესპუბლიკის მოედანზე სტუმრებს ელოდებიან. განრიგის მიხედვით საზეიმო ღონისძიება 20:00 საათზე გალა-კონცერტით დაიხურება.

„რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები არაჩვეულებრივი კულმინაციით 17:10 წუთზე საქართველოს ჰიმნით უკვე დასრულებულია. ახლა კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა კონცერტზე ველოდებით სტუმრებს, რომ საზეიმოდ, არაჩვეულებრივი კონცერტით დავასრულოთ ღონისძიებები.

უამინდობის გამო ღონისძიებების პროგრამაში არანაირი ცვლილება არ შესულა. ჩვენ ამინდის შესახებ ინფორმაცია გვქონდა წინასწარ და ძალიან გვიხარია, რომ კულმინაციურ მომენტამდე ამინდმაც ხელი შეგვიწყო. რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე გეგმიური დემონტაჟი მიმდინარეობს, როგორც უკვე აღვნიშნე, ველოდებით სტუმრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა -კონცერტისთვის და ასევე რეგიონებში“, - განაცხადა თათა სვანიძემ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება