ავტორი:

ბორჯომსა და ბაკურიანში ძლიერმა სეტყვამ მანქანები დააზიანა

ბორჯომსა და ბაკურიანში ძლიერმა სეტყვამ მანქანები დააზიანა

ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო. ყველაზე უფრო ინტენსიური სეტყვა ბაკურიანში დაფიქსირდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, რაიონში ვითარება სტაბილურია.

"სეტყვა დაფიქსირდა ბაკურიანში, ქვაბისხევსა და დვირში, თუმცა, ყველაზე ინტენსიური ბაკურიანში გახლდათ. საბედნიეროდ, სულ 2-3 წუთს გაგრძელდა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. სხვა პრობლემები მუნიციპალიტეტში არ შექმნილა, ამჟამად ვითარება სტაბილურია", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია