ავტორი:

რას წერს ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს - წერილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს

რას წერს ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს - წერილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს

მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას ჩვენი ხალხების სასარგებლოდ", - ასე მიულიცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ილჰამ ალიევმა იმ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მეზობელი ქვეყნის პირველი პირი ასევე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

"აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ. კმაყოფილების მიზეზია მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას, ჩვენი ხალხების სასარგებლოდ. ამ შესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ", - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას

"მოწოდებით მოსამართლე ვარ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად" - იაგო ხვიჩია

"ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ...ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე" - ვახო მეგრელიშვილი