ავტორი:

დაძაბულობა გორის შესასვლელში - აქციის მონაწილეებმა ავტობანის გადაკეტვა სცადეს

დაძაბულობა გორის შესასვლელში - აქციის მონაწილეებმა ავტობანის გადაკეტვა სცადეს

გორის შესასვლელში, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობაა შეკრებილი, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა აქციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ გორში ჩასვლას გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თუმცა ამის მიუხედავად შეკრებილთა ერთმა ნაწილმა ავტობანის გადაკეტვა მაინც სცადა. ავტომაგისტრალზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ჯაჭვი გააკეთეს და შეკრებილებს მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზების საშუალება არ მისცეს.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.

როგორც დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები აცხადებენ, ერთეული შემთხვევების გარდა, მათ უმრავლესობას აგროდაზღვევით არ უსარგებლია და შესაბამისად, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ