ავტორი:

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "მარველის" "ქოსფლეი" გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "მარველის" "ქოსფლეი" გაიმართება

2 ივნისს 14:00 საათზე "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "მარველის" "ქოსფლეი" გაიმართება.

"ქოსფლეი", ანუ საყვარელი ფილმებისა და თამაშის გმირებივით გამოწყობა ბოლოდროინდელი ჰიტია. გამომცემლობა "პალიტრა L" "მარველის" მოყვარულებს წიგნის ფესტივალზე "მარველის" სუპერგმირების „ქოსფლეიზე“ იწვევს.

საუკეთესო კოსტიუმის, "ქოსფლეის" ავტორს გადაეცემა "მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია ისტორიებთან ერთად, ასევე "ჰალკის" ფიგურა და 50-ლარიანი ვაუჩერი გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნებზე. ჩაცმულობა უნდა შეიცავდეს მარველის პერსონაჟებისთვის დამახიათებელ ერთ ელემენტს მაინც. გამარჯვებულ „ქოსფლეის” გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

ღონისძიებაზე გაიმართება საუბრებიმ "მარველის" გმირებსა და ანტიგმირებზე. სპიკერები იქნებიან: ვლოგერი ირაკლი კეკელია, სუპერგმირების ისტორიების მთარგმნელი გიორგი კიკაბიძე.

ღონისძიებაზე იქნება მუსიკა, ფოტოსესია, შესაძლებებლი იქნება სახის მოხატვა.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისიდან, "მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა. გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ახალი პროექტი "მარველის" ოფიციალური 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. ისტორიები მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ამბებს თითოეული სუპერგმირის შესახებ, ესენია: ადამიანი-ობობა; რკინის კაცი; თორი; კაპიტანი ამერიკა; დედპული; შავი პანტერა და სხვა.

საკოლექციო ფიგურა ისტორიასთან ერთად გამოდის 2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია სუპერგმირების გამოწერაც.

31 მაისს "მარველის მოყვარულები" "მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექციის შევსებას უკვე თორის ფიგურითა და ისტორიით შეძლებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი