ავტორი:

ბოლნისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს - მას 16 წლის მოზარდის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ბოლნისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს - მას 16 წლის მოზარდის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ, ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავა. ამის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული, რაც პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, იმ პირთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობდა, რომელთაც 16 წლის მოზარდი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დღეს დაზარალებულმა ერთი პოლიციელი ამოიცნო, გასულ კვირას კი - სამი.

არასრულწლოვნის ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და სექსუალური ძალადობის მუქარაში, მინიმუმ 7 სამართალდამცველი იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, დღეს ამოცნობილმა პოლიციელმა კონსტანტინე ქოჩიშვილმა, არასრულწლოვანს წიხლი ჩაარტყა, სკამიდან გადააგდო და ხელი მოტეხა.

16 წლის მოზარდი, ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც ის აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს