ავტორი:

თბილისში 90-იანების ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება

თბილისში 90-იანების ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება

2019 წლის 1–ელ ივნისს ALIBI ARENA –ზე 16:00 საათიდან ყველაზე ნოსტალგიური, ყველაზე მხიარული და ყველაზე ემოციური 90-იანი წლების ფესტივალი ბრუნდება.

თქვენ გელოდებათ ALIBI ARENA-ს საფესტივალო სივრცე, ბარებითა და კვების ობიექტებით, და რაც მთავარია უამრავი სიახლით, სიურპრიზებით და დაუვიწყარი გართობით.

ფესტივალზე იმღერებენ: ჯგუფი ქუჩის ბიჭები, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი სახე, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი, ჯგუფი ვაკის პარკი, თემო რცხილაძე, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის მოყვარულთათვის, არენაზე დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება.

ღონისძიების წამყვანია ზვიო, იგივე ზვიად ბლიაძე.

ფესტივალის ორგანიზატორია ALIBI ARENA – ახალი საფესტივალო სივრცე ფონიჭალაში, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 7 წუთის სავალზეა. 21 000 კვმ სივრცეში განთავსებულია სტაციონარული ბარები, დაიდგმება ჯიხურებიც, სადაც საკვები გაიყიდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 1–ელ ივნისს Alibi Arena-მდე უფასო ტრანსპორტი დაინიშნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება