ავტორი:

რა ცვლილებებს უმზადებს ივნისი ზოდიაქოს ნიშნებს? - თვის პროგნოზი ცნობილი ასტროლოგისგან

რა ცვლილებებს უმზადებს ივნისი ზოდიაქოს ნიშნებს? - თვის პროგნოზი ცნობილი ასტროლოგისგან

1. ვერძი

ივნისი სწორედ ის თვეა, როცა გულმოდგინედ უნდა დაალაგოთ გეგმები. იდეა, ჩაატაროთ პატარა რემონტი, შესაძლოა ვერძებს სასიკეთოდ წაადგეს. კარგი იქნება თუ უძრავი ქონებით ან სახლის მოწყობით დაკავდებით.

ივნისში ვერძებს სასიამოვნო შეხვედრა ან საუბარი ელით, რომელიც მათ სამომავლო პირად ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას.

2. კურო

ივნისის პირველ დეკადაში კუროებს შეუძლიათ თავისუფლად მოიქცნენ, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლს ნუ დაკარგავთ. გარემოებები გამუდმებით შეიცვლება, თუმცა, თუ გონივრულად მოიქცევით, ტალღის ქიმზე შეძლებთ დარჩენას.

თვის შუა რიცხვებისთვის ელოდეთ ძვირადღირებულ საჩუქარს ან კარგ ფინანსურ ჯილდოს. ამ პერიოდში კარგია ურთიერთობები და ახალი ნაცნობების გაჩენა.

3. ტყუპები

თვის დასაწყისიდან ტყუპების ცხოვრებაში რაღაც სიახლე გამოჩნდება. ეს შეიძლება იყოს:ახალი სამსახური, ახალი პროექტი ან ახალი სიყვარული... ივნისი კარგი თვეა იმისთვის, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ. მოიშორეთ წარსულის ილუზიები გადახედეთ ზოგიერთ საკითხს და ადამიანებთან ურთიერთობებს, მოიშორეთ ის, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, თუ ოდნავი ეჭვიც კი გეპარებთ რამეში, უმჯობესია თავი შეიკავოთ შეთავაზებებისა და საქმიანი წინადადებებისგან.

4. კიბო

კარგი პერიოდია იმისთვის, რომ წარსულს თვალი გადაავლოთ და შესაბამისი დასკვნები და შეჯამება გააკეთოთ. არ დაივიწყოთ, თუ რისთვის მიდიხართ წინ. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ფულის შოვნის ალტერნატიული და პარალელური გზებიც მოძებნეთ. ისინი არსებობენ, საჭიროა მხოლოდ იმპულსი, ბიძგი.

კარგი დროა სპა-სალონებში ვიზიტისთვის, კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, ბუნებაში გასასვლელად ან თუნდაც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ.

5. ლომი

ივნისი-შესანიშნავი თვეა რაიმეს წამოსაწყება, იქნება ეს მეორე ნახევრის თუ ახალი სამსახურის ძებნა. ახალი ნაცნობობა ახალ შანსებს და პერსპექტივებს გპირდებათ, როგორც საქმიანი, ისე რომანტიული კუთხით.

წინ გელით შთამბეჭდავი მოგზაურობაც, თუმცა, სანამ მოგზაურობაში წახვალთ, სამსახურში ყველა საქმე მოამთავრეთ, რათა გაუთვალისწინებელ სიტუაციებს თავი აარიდოთ.

6. ქალწული

ივნისში ქალწულები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ. ძალები საკმარისად გექნებათ იმისთვის, რომ საკუთარი გეგმები განახორციელოთ. სამუშაო ბევრი გექნებათ, მაგრამ ყველაფერს ხალისით გააკეთებთ. თვის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა სასიხარულო ცნობა მიიღოთ, პერსპექტიული წინადადებით მოგმართონ, ახლობლები კი თქვენს ინიციატივებს მხარს დაუჭერენ.

კარიერას და ფინანსებს რაც შეეხება, შესაძლოა ზოგიერთი პრიორიტეტული პროექტი შეჩერდეს. თვის ბოლოს კი ნანატრი დასვენება გელით. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს