ავტორი:

"საქართველოშიც მალე დავბრუნდები" - სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ

"საქართველოშიც მალე დავბრუნდები" - სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ

მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი - შენებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იქ ახალი უკრაინის ასაშენებლად ჩავიდა და იმის გასაკეთებლად ჩავიდა, რაც ოდესაში არ დასცალდა.

სააკაშვილის თქმით, მას ემოციები ავსებს, რადგან უკრაინის მიწაზეა, სადაც შეგნებული ცხოვრების 12 წელი გაატარა. ოდესის ყოფილი გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის და მას ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი უწოდა. სააკაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის პოლიტიკაში ახალი პოლიტიკოსები მოვიდნენ.

სააკაშვილის განცხადებით, ზელენსკიმ პირობა შეასრულა, როდესაც მას მოქალაქეობა დაუბრუნა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მან ჟურნალისტების კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.

"ზელენსკი კიდევ ბევრს გააკვირვებს... ერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ მიშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდები" - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბორისპოლის აეროპორტში თანამოაზრეები და მხარდამჭერები შეძახილებით "მიშა, მიშა" დახვდნენ. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი აიღო.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

"მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს,  ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა", - სალომე ზურაბიშვილი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"