ავტორი:

"ნიკორამ" "საქართველოს ბანკის" უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"ნიკორამ" "საქართველოს ბანკის" უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"ნიკორამ“ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნიკორას“ შვილობილ კომპანიებში, სხვადასხვა პოზიციაზე სტაჟირებას გაივლიან და პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ. მემორანდუმი 1-წლიან პერიოდს მოიცავს.

კომპანიაში განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. უკვე ერთი წელია, რაც თავისუფალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების 4 საუკეთესო სტუდენტი, ყოველთვიურად, „ნიკორას“ დაფინანსებით სტიპენდიას იღებს.

„განათლება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტი განვახორციელეთ. გარდა ზემოთაღნიშნულისა, კომპანიაში მუდმივად ტარდება სხვადასხვა ტრენინგები, რომელიც დასაქმებულების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება, რადგან ვფიქრობთ რომ განათლება ქვეყნის განვითარების საფუძველია,“ - აცხადებენ „ნიკორაში“.

„ნიკორას“ ყურადღების ქვეშ მხოლოდ საუნივერსიტეტი განათლება არ ექცევა. ახლახანს დასრულდა კონკურსი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. გამოვლინდა 3 გამარჯვებული და მათ წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის