ავტორი:

გორში ქალმა სასწრაფო დახმარების ექიმს სცემა

გორში ქალმა სასწრაფო დახმარების ექიმს სცემა

გორში, შინდისის გმირების ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმის მაია ნაოჭაშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა და სამედიცინო ინვენტარიც დაუზიანა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

„აგრესიის მიზეზს ვერ ვხვდები, ჯერ მე მომვარდა საცემად, მერე სამედიცინო ხელსაწყოები დააზიანა. ჯგუფში ორსულიც გვყავს და ვშიშობდი, რომ მასზეც არ მიეტანა იერიში. მოტივი გაუგებარია, აბსურდულ მიზეზს ასახელებდა, თითქოს, წინა გამოძახებისას, მის მეუღლეს ნემსი სწორად არ გავუკეთე, თუმცა, დაბეჯითებით ვერც იმას ამბობდა, წინა გამოძახებაზე მე ვიყავი თუ არა“, - აცხადებს ექიმი მაია ნაოჭაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ