ავტორი:

დავით კირკიტაძემ ბრალდება აღიარა - რა თქვა ბრალდებულმა სასამართლოზე

დავით კირკიტაძემ ბრალდება აღიარა - რა თქვა ბრალდებულმა სასამართლოზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბრალდებულმა დავით კირკიტაძემ წარდგენილი ბრალდება აღიარა. სასამართლო პროცესზე პროკურორის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, კირკიტაძემ უპასუხა, რომ ბრალს აღიარებს.

„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის, რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა", - განაცხადა კირკიტაძემ.

პოლიციელზე თავდასხმას რაც შეეხება, კირკიტაძემ აღნიშნა, რომ წინასწარი განზრახვის არქონის მიუხედავად, მან პოლიციელს მიაყენა შეურაცხოფა.

"მნიშვნელოვანია, თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი, მე მათ ბოდიშს ვუხდი, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა კი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად ერთსაათიანი დრო ითხოვა.

"ბრალდების მხარესა და დაცვის მხარეს შორის ფაქტიურად ფინალურ ეტაპზეა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, მოხდა შეთანხმება ბრალზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბრალდებული დავით კირკიტაძე ერთ საათში თავისუფალი იქნება. ახლა ბრალდების მხარესთან კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ", - განაცხადა გიორგი კოდახიშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი