ავტორი:

ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა

ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა

"სევილიას", მადრიდის "ატლეტიკოს", ლონდონის "არსენალის", მადრიდის "რეალის", "ბენფიკას", "ესპანიოლისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ტრაგედია დღეს ქალაქ უტრერიდან გასასვლელ გზაზე მოხდა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია. 35 წლის რეიესმა 2019 წლის იანვარში ესპანურ კლუბ "ესტრემადურასთან" კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ის ჩინეთში ასპარეზობდა.

რეიესის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "სევილიამ" გაავრცელა, სადაც რეიესმა ევროპის ლიგა სამჯერ (2013/14, 2014/15, 2015/16) მოიგო. "არსენალთან" ერთად რეიესმა ინგლისის ჩემპიონატი (2003/04) და ინგლისის თასი (2004/05) მოიგო, ხოლო "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატი (2006/07).

"ატლეტიკოს" რიგებში მანევროპის ლიგა ორჯერ (2009/10, 2011/12) მოიგო. ესპანეთის ნაკრებში რეიესმა 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სამძიმარი უკვე გამოთქვეს "არსენალმა", "ატლეტიკომ", "ესპანიოლმა" და "ბენფიკამ".

წყარო: sportall.ge

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"