ავტორი:

რისი გაკეთება იგეგმება მტკვრის სანაპიროებზე და როგორი იქნება განახლებული ტერიტორია - ფოტოები

რისი გაკეთება იგეგმება მტკვრის სანაპიროებზე და როგორი იქნება განახლებული ტერიტორია - ფოტოები

დედაქალაქში მტკვრის სანაპიროს განვითარება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი 2019 წლის 10 მაისს გამოცხადდა.

წინადადებების მიღება კი 28 მაისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 371 700 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვის მიზანი მტკვრის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის შესაბამისი დიზაინის მომზადებისთვის საუკეთესო შემსრულებლის გამოვლენაა.

„დავალება უნდა მოიცავდეს - საპროექტო არეალში, მტკვრის სანაპიროს დიზაინის პროექტი, სანაპიროს ზოლის რეკრეაციული ფუნქციით დატვირთვას, სანაოსნო პირების ან/და სხვა შესაბამისი ფუნქციის ელემენტების მოწყობას, ერთიანი კონცეფციის დამუშავებას, ამ კონცეფციის შესაბამისად დამუშავებული დეტალური არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო პროექტების მომზადებას, მთელს საპროექტო არეალში საპროექტო შენობების, ნაგებობების დეკორატიული ელემენტების თუ სხვა ობიექტების დეტალურ კონსტრუქციულ პროექტებს მუშა ნახაზებითა და მოცულობათა უწყისით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის ფარგლებში მტკვირს სანაპიროების განვითარების საკუთარი ხედვა 4-მა პრეტენდენტმა წარადგინა და ამ ეტაპზე მათი წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარებს. კერძოდ, ეს კომპანიებია: შპს „არტსტუდიო-პროექტი“; შპს „ელისო სულაკაური“; შპს „კარკასი“ და შპს „ჯორჯიანჰაუსი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თითოეული ამ კომპანიის ხედვას და მათ მიერ შემუშავებულ პროექტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს მტკვრის სანაპიროები. ნახეთ ფოტოები

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო