ავტორი:

თბილისის საკრებულოს მთავარ დარბაზში ფოტოალბომის „ტფილისი-თბილისი“ წარდგენა გაიმართება

თბილისის საკრებულოს მთავარ დარბაზში ფოტოალბომის „ტფილისი-თბილისი“ წარდგენა გაიმართება

4 ივნისს 19:00 საათზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ დარბაზში (თავისუფლების მოედანი #2) საქართველოში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტისა და არტპროდიუსერ, დალი უბილავა - დე გრააფის ერთობლივი ფოტოალბომის „ტფილისი-თბილისი“ წარდგენა გაიმართება.

„ტფილისი-თბილისი“ არის ფოტოალბომი, რომელიც ძველ თბილისში გამოგზაურებთ და თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ერთმანეთთან შედარების საშუალებას მოგცემთ.

თბილისის ფოტოამბის თანავტორი, ორელიენ ვილეტი გამოცდილი ფოტოგრაფია, რომელმაც უკვე 40-მდე ქვეყანა მოინახულა და მათი ისტორია გადაიღო. მისი თქმით, ფოტოალბომზე „ტფილისი-თბილისი“ მუშაობისას, უნდოდა, წარმოეჩინა, როგორც ის ადგილები, რომლებიც თითქმის აღარ არსებობს, ისე ის სოციალური ურთიერთობები, რომლებიც დროის მსვლელობასთან ერთად, უბრალოდ გაქრა.

დალი უბილავა-დე გრააფი - ქართველი არტპროდიუსერია, რომელიც, ამჟამად, ცხოვრობს ნიდერლანდებში, ქალაქ ლეიდენში. იგი ათი წელია წარმატებით ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ ფონდ „არტექოს“ (www.artecho.nl), რომლის მთავარი საქმიანობა ხელოვნების პროექტების ორგანიზებაა.

მისი, როგორც არტპროდიუსერის პორტფოლიო მოიცავს უმაღლესი დონის კულტურულ მანიფესტაციებს, ჰოლანდიასა და საქართველოში გამართულ ფესტივალებს; კონცერტებს, ფერწერული, ფოტოხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ჰოლანდიური ანიმაციური ფილმებისა და ქართული კინოკლასიკის ჩვენებებს, ვორკშოფებს, მასტერკლასებს.

პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გამომცემლობა „პალიტრა L“.

წიგნის წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიების პარტნიორებია: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ფრანგული კულტურის ინსტიტუტი და ღვინის კომპანია „შილდა“.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/446047989303200/

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება