ავტორი:

"იწყება მცირე რევოლუცია ჩვენს ცხოვრებაში, უნდა გაიცხრილოს ადამიანები, მიზნები, საქმეები" - რას გვიმზადებს დღევანდელი ახალმთვარეობა

"იწყება მცირე რევოლუცია ჩვენს ცხოვრებაში, უნდა გაიცხრილოს ადამიანები, მიზნები, საქმეები" - რას გვიმზადებს დღევანდელი ახალმთვარეობა

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ივნისის თვესა და დღევანდელ ახალმთვარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და რეკომენდაციებსაც გვთავაზობს:

"ზაფხულის პირველი კვირა მეტად მრავალმხრივია. ასპექტები ბევრი არ არის, თუმცა რაც არის, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულია და ტენდენციებიც ზიგზაგისებურად იცვლება.

კვირის პირველი ორი დღე შედარებით უფრო დაძაბულია, ვინაიდან ორშაბათს, 3 ივნისს დღის 2 საათზე ტყუპების ზოდიაქოს მე-13 გრადუსზე ახალმთვარეობის მომენტი დგება.

მზე და მთვარე ერთ ფოკუსში იყრინ თავს და გამარჯვებისა და ბედნიერების პლანეტად წოდებულ იუპიტერს უპირისპირდებიან

ასეთ სიტუაციაში მიზანშეწონილია თავის შეკავება ტრაბახისაგან, დაპირებების გაცემისაგან, მითუმეტეს კი, სარისკო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობისაგან, თუმცაღა ამ ცდუნებას - ხელგაშლილად ვხარჯოთ, ნამდვილად ექნება ადგილი. და ამას სარჩულად შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, გარშემომყოფების თვალში უკეთესები ვჩანდეთ, ჩვენ ვაგებთ ქვიშის სასახლეებს, დაპირებებს ვაძლევთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ ყველაფერს შევძლებთ. რომ თუ საჭიროა, ყველას დავეხმარებით, მაგრამ... ეს ზედმეტი ოპტიმიზმი და თვითდარწმუნებულობა, სრულიად ქარვდება მოძალებული სიზარმაცის ფონზე. გულის სიღრმეში ადამიანმა კარგად იცის, რომ არაფრის გამკეთებელიც არ არის და ეს ცარიელი საუბარი, თვალებში ნაცრის შეყრაა მხოლოდ... ახალმთვარეობის დღეს არაა სასურველი არაფერი ახლის და რადიკალურის წამოწყება, აი, უკვე მთვარის მე-3 დღიდან - ანუ 5 ივნისიდან კი ბატონო, მითუმეტეს, რომ მზარდი ფაზა ხელს უწყობს ამ პერიოდში დაწყებული საქმეების წარმატებით დაგვირგვინებას.

ახალმთვარეობის დღეს მარსი და მერკური დამოუკიდებლად, სხვა პლანეტებთან კავშირის გარეშე აგრძელებენ თავიანთ მსვლელობას, რაც მომდევნო ორკვირიან პროგრამაზე აუცილებლად შესაბამისად აისახება. კერძოდ, შესამჩნევი იქნება ენთუზიაზმის ნაკლებლობა, ორჭოფობა, ყოყმანი, ენერგიის დაქვეითება, მოდუნებულობა. თუმცა საბედნიეროდ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

სამშაბათს, 4-ში, გვიან ღამით თითქმის შუაღამით, მერკური ურანის ჰარმონიული ასპექტი ირთვება. თანაც ოთხშაბათს, 5 ივნისს, მერკური ნიშანს შეიცვლის, კირჩხიბში გადავა და მაშინ კი უფრო მეტად გამოიკვეთება მისი და ურანის დადებითი ზეგავლენა. გონების მუშაობაზე საოცრად დადებით ზეგავლენას იქონიებს და ის ინერტულობა, რომელიც კვირის დასაწყისში აზრების მოკრეფაშიც კი გვიშლიდა ხელს, ჯანსაღი ცნობისმოყვარეობით, ახლის შეცნობის წყურვილით ჩანაცვლდება. ორიგინალური იდეები, ინტელექტუალურად შორსწასული გეგმები და პროექტები მწიფდება ამ დროს ჩვენს გონებაში. ჩვენს ცხოვრებაში ახალი ძალზე საინტერესო ადამიანები, რომლებიც ტაბუს ხსნიან ჩვენს აჩემებულ წინასწარგანწყობებს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ან არ შეიძლება. ჩნდება მზადყოფნა სიახლეების მიღების და ძირფესვიანი ცვლილებების გატარების. ეს ასპექტი მცირე რევოლუციაა ჩვენს ცხოვრებაში, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

განსაკუთრებით საგრძნობი კი ეს 6-ში და 7-ში იქნება. ვინაიდან ურანი ახლა კუროს ზოდიაქოში მოძრაობს, ხოლო მერკური კირჩხიბში, მათი ურთიერთქმედების ზეგავლენა, შესაბამისად, ამ ზოდიაქოების წარმომადგენლებისათვის იქნება გამოკვეთილი. ასევე კარგად აისახება ეს მერწყულების, ტყუპების და ქალწულების ცხოვრებაზეც. თუმცა კირჩხიბებს ამ კვირაში პასიურობა და ყოყმანი ცოტა უფრო მეტად გაუგრძელდებათ, ვიდრე დანარჩენ ზემოჩამოთვლილებს.

როგორც ვახსენეთ, მერკური დატოვებს 5-ში ტყუპების ზოდიაქოს და კირჩხიბში გადავა. ამის გამო ყველანი უფრო მეტად მგრძნობიარეები და ემოციურები გავხდებით, განსაკუთრებით კი იმ საკითხებში, რაც ოჯახს, ჭერს, სამშობლოს ეხება. გარდა ამისა, მერკურის კირჩხიბული ელფერის გამო, ადვილად ჩავწვდებით სხვა ადამიანების ემოციებსაც. კომუნიკაციების დამყარებას ალბათ უკვე არ ვიჩქარებთ, სიფრთხილეს გამოვიჩენთ და ახლადგაცნობილი ადამიანების სიტყვებს ამჯერად უფრო ყურადღებით დავაკვირდებით. ინტუიცია - ეს სიტყვა ჩვენი აზროვნების სისტემისთვის ძალიან ნაცნობი და შესაფერისი აღწერა იქნება იმ სამი კვირის მანძილზე, ვიდრე მერკური კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს.

6-ში მარსისა და ნეპტუნის ურთიერთჰარმონიული ასპექტი ჩაირთვება, თუმცა ის ჯერ კიდევ არაა მოძლიერებული და მხოლოდ მომავალი კვირიდან იქნება მისი ზეგავლენა გამოკვეთილი".

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

მთვარე ტყუპების ზოდიაქოს გადის. რაც იმას ნიშნავს, რომ სასუნთქი ორგანოების მგრძნობელობა მოიმატებს. რაღა თქმა უნდა, უკუნაჩვენებია ოპერაციები ფილტვებზე, ბრონქებზე, ასევე არაა რეკომენდებული ინჰალაცია ან სხვა რაიმე სუნთქვითი პროცედურები. არ შეიძლება ოპერაციების ჩატარება არც ხელებზე და მხრებზე. ამ დღეებში ასაკოვან ადამიანებს შესაძლოა სუნთქვა უჭირდეთ ან ქოშინი ჰქონდეთ. გაძლიერებული იქნება რეაქცია ჰაერის დაბინძურების გამოც.კარგია სისხლის გამწმენდი საშუალებების მიღება, ჰირუდოთერაპია (წურბელებით მკურნალობა), აგრეთვე ღვიძლის მკურნალობა.

***

ახალმთვარეობისას მთვარე მზის სხივებში მთლიანად ინთქმება და აღარ ჩანს. ერთი თვის მერე, 2 ივლისს, უკვე მთვარე დაჩრდილავს დღის მნათობს და მზის დაბნელება გვექნება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, კავშირში იქნება მომავალ მზის ეკლიფსთან.

ამ ერთ თვეში უნდა გადაიხედოს და გაიცხრილოს საქმეები, ადამიანები, მიზნები, აზრები და ასე შემდეგ. მითუმეტეს, ოპოზიცია მშვილდოსნის რეტრო იუპიტერთან კიდევ უფრო ამწვავებს არჩევანის გაკეთების აუცილებლობას.

ასევე საკმაოდ რთულია ახალმთვარეობის გრადუსი - (12°34' ♊) . ის ეკლიპტიკის წრეზე არსებული 7 კრიტიკული გრადუსთაგან ერთერთია.

გრადუსის სიმბოლო მწითური ვირთხაა, აღწერა კი ასეთია: "ორი ადამიანი კარტს თამაშობს, მესამე კი ერთ-ერთის უკან დგას, მის კარტებს ხედავს და მინიშნებებს აძლევს ამ მოთამაშის ოპონენტს".

ეს არის მინიშნება მიმნდობ ადამიანზე, რომელიც შესაძლოა ფლიდობისა და ღალატის მსხვერპლი გახდეს. საჭიროა დიდი სიფრთხილე და სარისკო თამაშებში წინდაუხედავად არ ჩაბმა. აუცილებელი კონტროლო იმისა, თუ რა ხალხი გყავთ გარემოცვაში. მშვიდობას გისურვებთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს