ავტორი:

ვანო ზოდელავას ვაჟი დაქორწინდა - კადრები ქორწილიდან

ვანო ზოდელავას ვაჟი დაქორწინდა - კადრები ქორწილიდან

თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას ვაჟი ვანიკო ზოდელავა დაქორწინდა. მისი მეუღლე ნინო ციციშვილი გახდა. წყვილმა მოკრძალებული ქორწილი თბილისში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა, რომელსაც მხოლოდ მათი უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. ვანიკო ზოდელავას ერთ-ერთი მეჯვარე, მომღერალი და ბიზნესმენი დათუნა სირბილაძე გახლდათ.

როცა წყვილი საკუთარ ქორწილში მივიდა, პატარძალს მოულოდნელი საჩუქარი დახვდა - მას ოცნების ავტომობილი აჩუქეს. ქორწილს მუსიკალურად ქართული სიმღერის ანსამბლი და ბოშები აფორმებდნენ. პატარძლის თაიგული ტელეწამყვანმა და ყოფილმა მოდელმა ეკო ფანგანმა დაიჭირა, რომელიც პატარძლის მეგობარია. ქორწილამდე ნინო ციციშვილმა წინასაქორწინო წვეულება მოაწყო, თუმცა ტრადიცია დაარღვია და წვეულება არა რომელიმე ბარში, არამედ სახლში მოაწყო.

ნახეთ ვიდეო ქორწილიდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ