ავტორი:

გაიცანით 22 წლის ქართველი გოგონა, რომელიც eBay-ში იმუშავებს

გაიცანით 22 წლის ქართველი გოგონა, რომელიც eBay-ში იმუშავებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის სტუდენტი, 22 წლის ანა გურგენიძე პირველი ქართველია, ვინც ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში eBay-ში იმუშავებს.

რა ეტაპები გაიარა ანამ, ვიდრე eBay სამსახურს შესთავაზებდა, ამის შესახებ იგი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- როგორ მოხვდი eBay-ში და რა პოზიციაზე იმუშავებ?

- eBay-ის ბერლინის ოფისში ოთხი თვით Software Engineer-ის პოზიციაზე ვიმუშავებ. მათ მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე შარშან განაცხადი გავგზავნე და მალევე დამიკავშირდნენ. ოქტომბრიდან დღემდე რამდენიმე გასაუბრება გავიარე და თითოეული ახალი ეტაპის დროს საკმაოდ ვნერვიულობდი. დიდი კონკურენცია იყო, თანაც eBay-ის ბერლინის ოფისში სულ 100 ადამიანი მუშაობს, მათგან მხოლოდ 35-ია პროგრამისტი. გასაუბრება ტექნიკური ამოცანების ამოხსნას გულისხმობდა და, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერს წარმატებით გავართვი თავი.

- როგორ ფიქრობ, ცოდნის გარდა კიდევ რატომ შეგარჩიეს?

- ვფიქრობ, შერჩევის პროცესში ჩემი სამუშაო გამოცდილებაც დამეხმარა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე კარგ კომპანიაში ვიმუშავე (TBC Bank, Realtyna, Hand4Help). ახლა ჩემს მეგობრებთან ერთად სტარტაპ "ძიალოგზე" ვმუშაობ, რომელიც ქართულ ბაზარზე მალე გამოჩნდება.

- ამჟამად ოთხი თვით მიდიხარ სამუშაოდ, დიდია შანსი, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი გაგიფორმონ...

- დიახ, ახლა მხოლოდ ოთხი თვით მივდივარ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შესაძლოა, სრულ განაკვეთზე მუშაობაც შემომთავაზონ.

ცნობისთვის, eBay ამერიკული ინტერნეტ-კორპორაციაა, რომელიც ფლობს eBay.com-ს, ონლაინ აუქციონს და მაღაზიას, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენა. დაარსდა 1995 წელს და დღეისათვის ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად აუქციონის რეჟიმში ფუნქციონირებს, დაარსების შემდეგ მას ასევე დაემატა რეჟიმი Buy It Now, რომელიც პროდუქტის დაუყოვნებლივ შეძენის საშუალებასაც იძლევა (წყარო: wikipedia).

მარიამ ტურძილაძე

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო