ავტორი:

მიხეილ კალანდიასთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ - ადვოკატი დაკავების დეტალებზე

მიხეილ კალანდიასთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ - ადვოკატი დაკავების დეტალებზე

მიხეილ კალანდიას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს, - ამის შესახებ დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს შს სამინისტროსთან განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა და ის სასამართლოსკენ გზად მიმავალი დააკავეს.

კოტეტიშვილის განცხადებით, მიხეილ კალანდიასთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

„დღეს, 11:00 საათზე იყო დანიშნული მოსამართლე გიორგი დარახველიძესთან სასამართლო სხდომა, სადაც მოწმის სახით მიხეილ კალანდიას უნდა დაეკითხათ. დაახლოებით, თერთმეტს რომ აკლდა წუთები, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გზაში დააკავეს.

ბრალის ფორმულირება ამ წუთებში ჩემთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება პოზიციას, ჩვენ როცა გავეცნობით ბრალს, ამის შემდეგ ვისაუბრებთ.

მე მას შევხვდი, თუმცა არ გვისაუბრია დეტალებზე. მას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ