ავტორი:

„გორგიას“ თელავის ფილიალმა 2 წლის იუბილე სპეციალური ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით აღნიშნა

„გორგიას“ თელავის ფილიალმა 2 წლის იუბილე სპეციალური ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით აღნიშნა

კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და აგროსფეროს ძირითად მიმართულებად შენარჩუნებამ ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო. შედეგად, მოთხოვნები ახალ სერვისებზეც გაჩნდა, მაგალითად, დიდ სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტებზე, რაც სასურველი პროდუქციის ერთ სივრცეში შეძენისა და დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

მოთხოვნის შესაბამისად, კახეთის ბაზარზე, საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ შევიდა და 2 წელია, ოპერირებს.

„გორგიას“ კახეთის ფილიალი თელავში მდებარეობს, თუმცა როგორც კომპანიის ადმინისტრაცია განმარტავს, მათი მომხმარებლები არამხოლოდ თელავის, არამედ კახეთის სხვა ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებიც არიან.

სწორედ ნდობისა და მაღალი მოთხოვნის გამო, „გორგიას“ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, თელავის ფილიალის 2 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მომხმარებლისთვის გრანდიოზული აქციები შეეთავაზებინა.

როგორც „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნუცა იმნაძემ AMBEBI.GE-ს განუმარტა, თელავის ფილიალის მომხმარებლებს შემდეგი სპეციალური შეთავაზება ელოდებათ:

„ფასდაკლება გვაქვს როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალებზე, ასევე, სეზონურ პროდუქციაზე. მაგალითად, გარე ავეჯის ფასი ჩვენთან 10,50 ლარიდან იწყება; ასევე, საუკეთესო ფასი გვაქვს კონდიციონერებზე და მათი ღირებულება 479 ლარიდან იწყება. გარდა ამისა, კახეთის რეგიონში, მხოლოდ „გორგიაშია“ შესაძლებელი ხის მასალა საუკეთესო ფასად შეიძინოთ. იუბილესთან დაკავშირებით გვაქვს უფასო მიტანის სერვისი 500 ლარიდან მეტ შენაძენზე თელავის, რუისპირის, იყალთოს, ყარაჯალას, კისისხევის, წინანდლისა და კონდოლის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ნუცა იმნაძემ.

გარდა ფასდაკლებებისა და უფასო მიტანის სერვისისა, „გორგიას“ კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი კომფორტული მომსახურება აქვს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ „გორგია“ საქართველოში სამშენებლო სავაჭრო მასალების ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 7 ობიექტს აერთიანებს. მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია, აღმოაჩინოს 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, მიიღოს კომპეტენტური მომსახურება და კომფორტულ გარემოში განახორციელოს შენაძენი. რაც შეეხება კონკრეტულად, თელავის ფილიალს, იგი წარმოადგენს 3500 კვ.მ ფართობის სავაჭრო სივრცეს. აქ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია 35 000-მდე პროდუქტი, თუმცა მოცემულ ფილიალში თბილისიდან ან სხვა ნებისმიერი რეგიონიდან სწრაფი მიტანის სერვისი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ჩვენს მომხმარებელს მოეწონება, შეგვიძლია, ძალიან სწრაფად მოვუტანოთ თელავის ფილიალში. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კომფორტული მომსახურება და ფართო ასორტიმენტი, გვეწვიეთ „გორგიას“ თელავის ფილიალში“, - განმარტა ჰიპერმარკეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მამნიაშვილმა.

„გორგიას“ თელავის ფილიალმა აქცია რამდენიმე დღეა დაიწყო და ჰიპერმარკეტის სტუმრებს 10 ივნისამდე შესთავაზებს. აღნიშნული ფასდაკლებების გამო, ფილიალს ბევრი მომხმარებელი სტუმრობს, თუმცა როგორც ადგილობრივი ადმინისტრაცია განმარტავს, პროდუქცია ყველასთვის საკმარისი იქნება.

AMBEBI.GE-მ თელავში მდებარე ჰიპერმარკეტი მოინახულა და გადაწყვიტა, მკითხველს რამდენიმე განსაკუთრებული აქციის შესახებ უამბოს. მიმდინარე სეზონზე სარემონტო საშუალებებისა და გარე ავეჯის შეძენა ყველაზე აქტუალურია, მაგალითად დაწნული საქანელას 333 ლარად შეიძენთ. კარავს - 28,99 ლარად.

თუ ინტერიერის განახლებას გეგმავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ „გორგიას“ თელავის ფილიალში საშხაპე კაბინებზე ფასდაკლებაა და მათი ფასი 278 ლარიდან იწყება, MDF-ს კარის კომპლექტის ფასი 99 ლარიდან, მეტალო-პლასტმასისი კი - 169 ლარიდან. ამასთან, ფასდაკლებაა გერმანულ ლამინირებულ იატაკზეც ვრცელდება და მისი ღირებულება 14,90 ლარია, თხევადი შპალერი 13 ლარი ღირს, ხოლო პროფნასტილი - სულ რაღაც 7,70 ლარი. 20%-იანი და 30%-იანი ფასდაკლებები სახლისა და ოფისის ინტერიერისა და ექსტერიერისთვის საჭირო პროდუქციასაც შეეხო.

თელავის ფილიალის აქტიური მომხმარებლის ბექა გრიგალაშვილის შეფასებით, როგორც თავად, ისე ქალაქის სხვა მაცხოვრებლები პროდუქციის ხარისხის გარდა, „გორგიას“ მომსახურებითაც კმაყოფილები არიან.

„ძალიან ყურადღებიანი მენეჯერები და მომსახურე პერსონალი ჰყავთ. ამ ჰიპერმარკეტში ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ყველაფერი არის იაფი, ხელმისაწვდომი და ძალიან ადვილად მისაგნები. ჩემი საქმიანობის გამო დიდი ოდენობით პროდუქციის შესყიდვა მჭირდება, ამიტომ მიხარია, რომ „გორგია“ თელავშიც ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ „გორგია“ საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 7 ობიექტსა და 50 000 დასახელების პროდუქტს აერთიანებს. გახსნიდან დღემდე კი „გორგიამ“ უკვე 1600-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

იხილეთ ვიდეო

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი