ავტორი:

Mercedes-Benz Business Week Georgia-ს სპიკერები ცნობილია

Mercedes-Benz Business Week Georgia-ს სპიკერები ცნობილია

მსოფლიოში პირველად, მერსედეს-ბენცის კვირეული საქართველოში ჩატარდება. ღონისძიებამ დაანონსებისთანავე როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია. როგორც უკვე იცით, ღონისძიება მერსედეს-ბენც დაიმლერის ოფიციალური მხარდაჭერით „ბენე ექსკლუზივი“-სა და საქართველოში მერსედეს-ბენცის ცენტრის მიერ თბილისში ხორციელდება.

მომხიბლავია საერთაშორისო და ქართველი სპიკერების ჩამონათვალი. ბიზნეს კვირეულზე გერმანიიდან მოწვეული სტუმრების გარდა, “ბრენდინგის მამად“ წოდებული ცნობილი უკრაინელი მარკეტინგის ექსპერტი, ატრეპრენუარი და სპიკერი, ანდრეი ფედორევი გაგვიზიარებს თავის საერთაშორისო გამოცდილებას.

ადრეი ფედორევი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია. მისი ისტორია გაზეთებისა და ფილიპ კოტლერის წიგნების გაყიდვით იწყება. 1996 წლიდან მოყოლებული, ანდრეიმ არაერთი ბრენდი შექმნა და გახდა „The Trace of Advertising”-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. 10 წლის განმავლობაში მარკეტინგსა და ინოვაციებს ასწავლიდა და შექმნა კიდეც 3 მარკეტინგული კურსი. ბიზნეს კვირეულის ფარგლებში მისი გამოსვლა იქნება თემაზე “ბრენდი ცვლის ბიზნესს“. ის ისაუბრებს თუ რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბრენდინგს ბიზნესის წარმატებისთვის და როგორ შეუძლია მომხარებლის გამოცდილებამ შეცვალოს კომპანიის მომავალი.

ბიზნეს კვირეულზე საერთაშორისო სპიკერების გვერდით ძალიან საინტერესო თემებით ქართველი გამომსვლებები წარდგებიან. მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და ქართული ტურიზმის ტრენდებსა და ბიზნეს ტურიზმის იმ უახლეს მიმართულებებზე ისაუბრებს, რისი წყალობითაც საქართველომ მსოფლიო ტურიზმის რუქაზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს. დათო ტურაშვილი კი სპეციალურად ბიზნეს კვირეულისთვის მომზადებული თემით, „ლიტერატურა და ბიზნესი“-თ წარდგება მსმენელის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz Business Week Georgia ბიზნეს სექტორის ცხელი თემებითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ეპიცენტრად 7, 8 და 9 ივნისს იქცევა.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ “ბენე ექსკლუზივი“-ს ვებ გვერდზე, www.bene-exclusive.com და tkt.ge-ზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება