ავტორი:

მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - უახლოესი დღეების პროგნოზი

მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - უახლოესი დღეების პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც ელჭექით.

"საქართველოს მასშტაბით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ღამისა და საღამოს საათებში ძირითადად, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მათ შორის, თბილისშიც. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 27-32 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღეს თბილისში ხანმოკლე წვიმა იქნება და მალევე გამოიდარებს. ამინდის მკვეთრ გაუარესებას და სეტყვას არ ველოდებით“, - აღნიშნა ნიორაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი