ავტორი:

რა ხდებოდა დღეს მეტრო "სადგურის მოედანზე", სადაც მგზავრებს მატარებლის დაცლა მოთხოვეს

რა ხდებოდა დღეს მეტრო "სადგურის მოედანზე", სადაც მგზავრებს მატარებლის დაცლა მოთხოვეს

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, დღეს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხება იყო. 9:46 საათზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს.

„9:46 საათზე, ტექნიკური ხარვეზის გამო ერთ-ერთი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე, კონკრეტულად სადგურის მოედანზე მგზავრებისგან დაიცალა. ეს მგზავრები გაყვნენ შემდეგ მატარებელს, რომელიც გავიდა 9:52 საათზე. არანაირი შეფერხება სხვა მიმართულებით და სხვა სადგურებში არ ყოფილა, შეფერხება იყო მხოლოდ და მხოლოდ 6 წუთი, ერთჯერადად.

ჩვენ გვაქვს გაწერილი წესები, სადაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მატარებელი, რომელსაც მცირედი ტექნიკური ხარვეზი აქვს, უნდა დაიცალოს მგზავრებისგან. ეს შემადგენლობა შევიდა ჩიხში და მგზავრები გაყვნენ შემდეგს.

ინსტრუქტორებმა უნდა შეისწავლონ, კონკრეტულად რა ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა შემადგენელს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ვინ იყო ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

35 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც გარდაბნის სარწყავ არხში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს