ავტორი:

"თეთრი ზეწრის" გამოფენის ტრადიცია, "სომხური წითელი ვაშლები" და ლიბერალური საქართველო - რას წერს "ბიბისი" კავკასიურ ქორწილებზე

"თეთრი ზეწრის" გამოფენის ტრადიცია, "სომხური წითელი ვაშლები" და ლიბერალური საქართველო - რას წერს "ბიბისი" კავკასიურ ქორწილებზე

"ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა ზოგისთვის - ყველაზე უბედური დღე. ეს კავკასიაში მცხოვრებ ქალებს ეხებათ, რომლებსაც პატრიარქალურ გარემოში უწევთ ცხოვრება..." - წერია bbc.com-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელიც კავკასიაში დამკვიდრებულ საქორწინო ტრადიციებს ეხება.

მათი თქმით, ამ მხრივ დღემდე მძიმე მდგომარეობაა აზერბაიჯანში, სადაც წყვილების ქორწინების საკითხს დღემდე მშობლები წყვეტენ და იქ არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება ჩვეულებრივი ამბავია.

"ამიტომაც ადგილობრივი გოგონებისთვის ქორწილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ასოცირდება, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. ერთ-ერთი რესპონდენტი ელმირა ჩვენთან საუბარში იხსენებს, თუ როგორ ეშინოდა ქორწინების პირველ ღამეს მეუღლის წინაშე გახდის. მისივე თქმით, მას შემდეგ, წლები გავიდა, მაგრამ ვერაფრით მიეჩვია იმას, რომ უკვე გათხოვილი ქალი იყო და ქმრის წინაშე უნდა გაეხადა. გათხოვებას მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ დედა გაეხარებინა. როგორც ამბობს, მომავალი მეუღლე მისი ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა, მას არავითარი განათლება არ ჰქონდა, ამიტომ ქმართან ვერც საერთო ენა გამონახა... თუმცა მისი ოჯახი რომ არ გაბრაზებულიყო, ხმას არ იღებდა... მაშინაც კი, როდესაც ქმარი ფიზიკურად უსწორდებოდა" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, კავკასიის ხალხებში დღემდე მიღებულია "თეთრი ზეწრის" გამოფენის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიძემ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უნდა დაუმტკიცოს, რომ "ხელუხლებელი, ნამუსშენახული" ქალი მოიყვანა ცოლად და ამით მისი ღირსება დაცულია.

აზერბაიჯანელი მკვლევარისა და ქალთა უფლებების დამცველის შაჰლა ისმაილოვას თქმით, "ეს ტრადიცია ერთგვარი მისტიკით იყო გარემოცული. თუკი ზეწარზე წითელი ლაქა არ იქნება, სიძის ოჯახს პატარძლის გაგდება შეუძლია. მას მეტჯერ გათხოვების შანსი არ აქვს, მამის ოჯახში დაბრუნების შემდეგ კი, შეიძლება მოწამლონ და ისე მოიშორონ თავიდან..." - ამბობს ის, რომლის თქმითაც, ეს ტრადიციები აზერბიჯანის დიდ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში, დღემდე გავრცელებულია.

"სომხური წითელი ვაშლები" და ლიბერალური საქართველო

"ზეწრის" ტრადიცია გავრცელებულია სომხეთშიც, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკაში და ხანდახან შეხვდებით საქართველოშიც, სადაც ამ მხრივ ბევრად ლიბერალური საზოგადოება და დამოკიდებულებებია.

ქართველი უფლებადამცველების თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ამ საკითხში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა და "ზეწრის" ჩვენებისა და მით უფრო, გამოფენის თემა, კავკასიის სხვა ქვყენებისგან განსხვაებით, წარსულს ჩაბარდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენლის, ნინა კარაპეტიანის შეფასებით, ამ მხრივ სომხეთში არსებული ვითარება აზერბაიჯანულს წააგავს. მეტიც, ხანდახან მშობლები გოგონებს ქმრის მიმართ ფანატიკურ ურთიერთობას აიძულებენ, რადგან ოჯახის დანგრევა სომხეთში დღემდე ტრაგედიად მიიჩნევა.

უფლებადამცველი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც მეორე დილით პატარძალს, რომელიც ქმარს ღირსეულად ჩაბარდა, სიძის ოჯახმა წითელი ვაშლებით სავსე კალათი შეუტანეს. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ პატარძალი ოჯახის და სანათესაოს ღირსეულ წევრად აღიარონ, რადგან პატარძალი "სუფთა და ხელუხლებელი იყო..."

ცნობისთვის, დღემდე არსებული ტრადიციის თანახმად, სომხეთის სოფლებში, როგორც კი გოგონებს 18 წელი შეუსრულდებათ, მაშინვე ათხოვებენ.

"არადა, მეზობელ საქართველში ამ მხრივ ბოლო წლებში ისეთი წინსვლებია, დაუჯერებელია, რომ ჩვენ ერთიან კავკასიურ სივრცეს ვეკუთვნით..." - წერს უფლებადამცველი.

"ქალები ძალადობაზე არ ჩივიან, თუ მამაკაცი სიმპათიურია" - ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია - უახლესი ცნობები ჩინეთიდან