ავტორი:

ლაგოდეხში 16 წლის გოგომ 40 წლის ნათესავისგან ბავშვი გააჩინა? - მოზარდი მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ლაგოდეხში 16 წლის გოგომ 40 წლის ნათესავისგან ბავშვი გააჩინა? - მოზარდი მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

ლია ხუროშვილი მოზარდისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ მამაკაცმა ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, არასრულწლოვანთან ერთი წლის ინტერვალით ორჯერ დაამყარა სექსუალური კავშირი. თუმცა ამ ფაქტის შესახებ მან არც მშობლებს და არც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

„როგორც გოგონა ჩემთან საუბარში ყვება, მისმა ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა მასზე სექსუალურად ორჯერ იძალადა. ორივე შემთხვევა, სავარაუდო მოძალადის სახლში მოხდა, რადგან მისი შვილი ამ გოგონას კლასელია და იმ მოტივით, რომ სახლში არავინ იყო, მეგობართან დარჩა. როგორც თავად ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. გოგონამ მშობიარობის შემდეგ ბავშვის წაყვანა არ მოისურვა, თვითონ კი ნათესავებმა წაიყვანეს.

არასრულწლოვანი უკვე გამოიკითხა. ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები, რომ დადგინდეს ბავშვი გენეტიკურად ნამდვილად ეკუთვნის თუ არა იმ მამაკაცს, რომელსაც გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიდრე ექსპერტიზის შედეგები არ იქნება, მანამდე ვერ გაირკვევა სიმართლე და ვერც გოგონა იქნება დაზარალებულად ცნობილი და ვერც მამაკაცი ბრალდებულად“, - აღნიშნა ლია ხუროშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.

უწყების ცნობით, ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სასულიერო პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ოზურგეთში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

გორთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა