ავტორი:

მიხეილ კალანდიას ახლობლები ტაშით შეხვდნენ - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

მიხეილ კალანდიას ახლობლები ტაშით შეხვდნენ - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

თბილისის საქალაქო სასამართლო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ბრალდებულის დარბაზში შეყვანისას კალანდიას ნათესავები ტაშით შეხვდნენ.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, მიხეილ კალანდია აღკვეთი ღონისძიების გარეშე იქნას დატოვებული, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანი კოტეტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მოტივს, რის გამოც არ უნდა იქნას გამოყენებული პატიმრობა. ასევე არის ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, ასევე არ უნდა იქნას პატიმრობა გამოყენებული. 2017 წლიდან მიმდინარეობს ეს საქმე და შესაბამისად, მიხეილ კალანდიას არ დაურღვევია არც ერთი წინაპირობა, არ მიმალულა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და შესაბამისად, არასდროს არ უფიქრია ქვეყნის დატოვება. ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც პატიმრობა არ უნდა გამოიყენონ", - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, ბრალის ფორმულირებიდან გამომდინარე, პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

„რაც შეეხება მოზარდების ჩვენებებს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, ჩვენებებთან დაკავშირებით შესაძლოა რაღაც იყოს, თუმცა ესეც სასამართლოზე უნდა იქნას გამოკვლეული. როდესაც ეს მოწმეები სასამართლოში გამოცხადდებიან, ამის შემდგომ მიცემული ჩვენება იქნება მტკიცებულება, თუმცა მოლოდინი გვაქვს რომ ეს ასე არ იქნება", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე მოსამართლეს გირაოს შესთავაზებს, თუ რა თანხაზე იქნება საუბარი, ამას ოჯახთან დააზუსტების შემდეგ გაასაჯაროებს.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2 დღის წინ დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს