ავტორი:

ბოდრუმი, მარმარისი, კუშადასი, ანტალია - Pegas Touristik-ი ქართველ დამსვენებლებს სიახლეებს სთავაზობს

ბოდრუმი, მარმარისი, კუშადასი, ანტალია - Pegas Touristik-ი ქართველ დამსვენებლებს სიახლეებს სთავაზობს

საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“ (Pegas Touristik) 2019 წლის ზაფხულის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. კომპანია 16 ივნისიდან ქართველ დამსვენებლებს თბილისიდან ბოდრუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს სთავაზობს, რომელსაც „თურქეთის ავიახაზები“ განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პეგას ტურისტიკის“ გენერალური მენეჯერის მოადგილე სალომე ბერაიამ განუცხადა, ერთი ჩარტერული რეისით კომპანია დამსვენებლებს ბოდრუმის, მარმარისის და კუშადასის ტურების სახით სამ სხვადასხვა ტიპის პროდუქტს სთავაზობს.

„ზაფხულის წლევანდელ სეზონზე დამსვენებლებისთვის გვაქვს მრავალფეროვანი შეთავაზება - ხმელთაშუა ზღვასთან ერთად, რომელიც ათვისებულია ანტალიის რეგიონის სახით, ჩვენ ვამატებთ ეგეოსის ზღვის სანაპიროსაც. ტურპაკეტში შედის პირდაპირი ფრენა, სასტუმროში განთავსება იმდენი ღამით, რამდენსაც თავად მომხარებელი აირჩევს , ALL Inclusive მომსახურებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამსვენებლებს აქვს სასტუმროს არჩევის საშუალება, რადგან „პეგას ტურისტიკს“ პარტნიორი სასტუმროების ძალიან დიდი ბაზა გააჩნია. შესაბამისად, მომხმარებელს საკუთარი ფინანსური სახსრებიდან გამომდინარე თავად შეუძლია აირჩიოს 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. გარდა ამისა, დამსვენებლებს ვთავაზობთ ისეთ მომსახურებას, როგორიცაა აეროპორტში დახვედრა, სასტუმროში მიყვანა და პიქირით, აეროპორტამდე გაცილება. ყველა იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი დამსვენებელი ჩავა, იქნება ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი და მთელი ტურის განმავლობაში გაუწევს დახმარებას. ვთქვათ, ნომერი არ მოეწონება, გადაცვლა დასჭირდა და ა.შ. - მომხმარებელს არ მოუწევს საქართველოში, ტურისტულ კომპანიასთან დაკავშირება. პრობლემის მოგვარებაში ჩვენივე თანამშრომელი ადგილზე დაეხმარება და უზუნველყოფს, რომ ის უმოკლეს დროში მოგვარდეს.

„პეგას ტურისტიკის“ სრული პაკეტების შეძენა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში შეუძლიათ - ჩვენ აბსოლუტურად ყველა მათგანთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.

ამასთან, კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ბოდრუმის, მარმარისისა და კუშადასის გარდა „პეგას ტურისტიკს“, ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ბორტით, პირდაპირი ჩარტერული ფრენები აქვს ანტალიის მიმართულებითაც, სადაც დამსვენებლებისთვის კომპანია კულტურულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობასაც უზრუნველყოფს.

„გარდა იმისა, რომ დამსვენებელს შეუძლია მიეფიცხოს მზეს, გაირუჯოს და დაისვენოს, აქ ფართო არჩევანი გვაქვს საექსკურსიო პროგრამების სახითაც ანუ მომხმარებელს შეუძლია პასიური და აქტიური დასვენების კომბინაცია მოახდინოს. მაგალითად, შეგვიძლია რელიგიური ტურების გაკეთება, მათ შორის ღვთისმშობელ მარიამის სახლის დათვალიერება, რომელიც კუშადასთან ახლოსაა. ასევე, საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ეფესის, ფამუქალეს, არტემიდას ტაძრის ნანგრევების ნახვა და ა.შ. კულტურული პროგრამები დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომია ბოდრუმშიც, სადაც მათ მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების - ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნანგრევების დათვალიერება შეუძლიათ. ბოდრუმთან ახლოსაა მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრება - როდოსის კოლოსიც. საექსკურიო პროგრამების შეძენა თავად თურქეთში ხდება, იქამდე კი მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენს ვებ-გვერდზეა (www.pegast.ge ) შესაძლებელი, რაც ტურისტს საშუალებას აძლევს, საექსკურსიო პროგრამის სავარაუდო ღირებულება წინასწარ განსაზღვროს“, - აღნიშნა კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილემ და ხაზი გაუსვა, რომ „პეგას ტურისტიკი“ ნებისმიერი გემოვნების დამსვენებელს მათზე მორგებულ ტურებს სთავაზობს.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბოდრუმის მიმართულებით სრული ტურპაკეტის მინიმალური ფასი 1 ადამიანზე, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 359 ევროს შეადგენს, რაშიც ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში 6 ღამით განთავსება, All Inclusive მომსახურება, ტრანსფერები და დაზღვევა შედის. ანტალიის მიმართულებით მინიმალური ფასია 240 ევრო.

ინფორმაციისთვის, „პეგას ტურისტიკი“ საერთაშორისო ტუროპერატორია, რომელიც 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამ კომპანიას შორის მოხვდა. მას 25 წლიანი მოღვაწეობის ისტორია აქვს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქი ბიზნესმენია. „პეგას ტურისტიკი“ 1994 წელს შეიქმნა და მისი პირველი მიმართულება ანტალია იყო.

„პეგას ტურისტიკი“ მუშაობს, როგორც მომწოდებელი კომპანია , ქმნის პროდუქტს და შემდეგ შეკრულ ტურპაკეტს აწვდის ქართულ ტურისტულ სააგენტოებს. ტურისტული სააგენტოები თავის მხრივ, ახდენენ სამოგზაურო ტურების რეალიზებას. „პეგას ტურიტიკს“ გააჩნია საკუთარი სასტუმროთა ქსელი, ჰყავს საკუთარი ავიაკომპანია საკუთრებაში არსებული საჰაერო ხომალდებით.

2019 წლის ზაფხულის სეზონზე, „პეგას ტურისტიკმა“, „თურქეთის ავიახაზების“ ბორტით პირველი რეისი 25 მაისს, ანტალიის მიმართულებით განახორციელა.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ