ავტორი:

რომელი პროფესიებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და როგორ ვიპოვნოთ შესაფერისი სამსახური?

რომელი პროფესიებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და როგორ ვიპოვნოთ შესაფერისი სამსახური?

გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი/ფინანსისტი, დისტრიბუტორი, - ეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალია, რომელიც „კარიერული წარმატების ჯგუფმა“ დაკვირვების შედეგად შეადგინა.

მათივე მონაცემებით, კომპანიები ასევე, ხშირად ეძებენ IT სპეციალისტებსა და იურისტებს.

„კარიერული წარმატების ჯგუფს“ წვდომა აქვს სხვადასხვა კომპანიის ვაკანსიებთან, მათ შორის ისეთთანაც, რომელიც საჯაროდ არ ქვეყნდება. ასევე, მას შეუძლია, კომპანიებს კვალიფიციური კადრები შესთავაზოს. ერთი მხრივ, დაინტერესებული პირი სასურველი სამსახურში საქმდება, მეორე მხრივ კი კომპანია კვალიფიციური სპეციალისტის აყვანით სარგებელს ნახულობს.

როგორ ეხმარება „კარიერული წარმატების ჯგუფი“ კლიენტებს შესაბამისი სამსახურის მოძიებაში და რა გზის გავლაა ამისთვის საჭირო, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მკითხველს ჯგუფის დირექტორმა ნონა ქარქუზაშვილმა გაუზიარა.

- რამ შთაგაგონათ "კარიერული წარმატების ჯგუფის" დაარსება?

- “კარიერული წარმატების ჯგუფი” 2015 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის დანიშნულებაა, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს კარიერულ განვითარებაში დაეხმაროს. ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი კლიენტების კარიერული წარმატებაა. სწორედ ეს განგვასხვავებს სხვა HR Outsource კომპანიებისგან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ფიზიკურ პირებზე და მათი ინტერესებიდან ამოვდივართ.

- რა არის „კარიერული წარმატების ჯგუფის“ მიზნები და მისია?

- როგორც აღვნიშნე „კარიერული წარმატების ჯგუფის დანიშნულებაა“ ნებისმიერი პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანს კარიერულ განვითარებაში დაეხმაროს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი კლიენტებისთვის საინტერესო ვაკანსიების შესახებ მოვიძიოთ ინფორმაცია და დროულად მივაწოდოთ მათ.

ერთი მხრივ, მისიის შესრულებისთვის ჩვენ გვჭირდება, გვქონდეს კარგად ორგანიზებული და მოწესრიგებული პროფესიონალთა ბაზა და მეორე მხრივ - საინტერესო ვაკანსიები. მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი ბაზის სისტემურ განვითარებაზე, ვაკანსიების მოზიდვასა და კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობის დახვეწაზე.

ჩვენი კლიენტები არიან ფიზიკური პირები, ვეხმარებით სასურველი ვაკანსიების მოძიებაში და შესაბამისად, მომსახურების საზღაურსაც მათგან ვიღებთ და არა ორგანიზაციებისგან. ამით გარკვეულწილად ბარიერსაც ვუხსნით კომპანიებს, რომ ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ და ჩვენ რელევანტური კანდიდატები გავუგზავნოთ.

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, ის ამ ეტაპზე შემოსული ვაკანსიების 20%-25%-ს შეადგენს.

- რატომ არის საჭირო კარიერული წარმატების ექპერტის კონსულტაცია უკეთესი სამსახურის მოსაძებნად?

- კანდიდატს ვაკანსიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვთავაზობთ, თუ ეს მის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჩვენ კლიენტს ვეხმარებით დამსაქმებელთან მოლაპარაკებების წარმოებაში, მათთვის სასურველი ინფორმაციის დაზუსტებასა და კარიერული ზრდისთვის უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

თავდაპირველად, კანდიდატებთან გაცნობითი ტიპის შეხვედრას ვატარებთ, დეტალურად ვეცნობით მათ ინტერესებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვყავს ბაზებში, რომ შემდეგ სწორი ვაკანსიები შევთავაზოთ. გვაქვს კრიტერიუმები, რომლებიც კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს, რომ მასთან ვითანამშრომლოთ. ერთ-ერთი ესეთი კრიტერიუმია განვითარებაზე ორიენტირება, რაც თუნდაც პროფესიული მიმართულებით სხვადასხვა ტრენინგის გავლაში გამოიხატება.

- კონკრეტულად, რა ტიპის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი "კარიერული წარმატების ჯგუფისგან"?

- ვაკანსიები, რომლებზეც ვმუშაობთ, ხშირად საჯარო არ არის. ეს ჩვენს ბაზაში მყოფ კანდიდატებს გარკვეულ უპირატესობას აძლევს. შეგვიძლია, ჩვენი ბაზებიდან ორგანიზაციებს უმოკლეს ვადებში მივაწოდოთ მათთვის საინტერესო და რელევანტური კანდიდატები.

გვაქვს ასევე დამატებითი მომსახურება - რეზიუმეების დამუშავება. დასაქმებული ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ დრო გამოყონ და დაამუშაონ სათანადო სტრუქტურის, ფორმატის რეზიუმე. ეს კი აუცილებელია, რომ დამსაქმებელს კანდიდატის კვალიფიკაციაზე, მის გამოცდილებაზე სწორი პირველადი შთაბეჭდილება შეექმნას.

- ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს კლიენტებს კარიერის წარმატებით დაგეგმვაში კონსულტაციას უწევენ?

- ჩვენთან მუშაობენ კარიერული განვითარების მენეჯერები, რომლებიც არიან როგორც ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასევე, ბიზნესის მიმართულების კურსდამთავრებულები. მათ აქვთ გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, თუმცა სამუშაო პროცესში ჩართვამდე ისინი გადიან სპეციალურ სწავლებას, ეცნობიან კომპანიის კულტურას, მუშაობის მიდგომებსა და პროცედურებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ.

კარიერული წარმატების ჯგუფი არის სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანია, შესაბამისად სინერჯის კონსულტანტები აქტიურად არიან ჩართული კომპანიის შიდა ორგანიზაციულ განვითარებაში, სისტემებისა და პროცესების აწყობაში იმისათვის, რომ კომპანიამ უფრო ეფექტიანად შეძლოს მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა.

- რა არის „კარიერული წარმატების ჯგუფის“ ძირითადი გამოწვევა?

- გამოწვევები ორგანიზაციის დანიშნულებიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარეობს. ჩვენი ამოცანაა ბაზებზე აქტიური მუშაობა და იმ სტრატეგიის შესაბამისად განვითარება რაც დაარსების დღიდან ავირჩიეთ. დღეისათვის ბაზებში გვყავს 3000-ზე მეტი კვალიფიციური კანდიდატი.

2019 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დავიწყეთ ფინანსისტების, გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისა და იურისტების ბაზების განვითარებაზე მუშაობა.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ორგანიზაციას ერთი საინტერესო და სახალისო ტრადიცია აქვს. გვიამბეთ მის შესახებ.

- ეს საინტერესო და სახალისო ტრადიცია კომპანიაში დაარსების დღიდან გვაქვს და მე ის ძალიან მომწონს. გვაქვს ფერადი ღილების ქილა, სადაც თითოეული ღილი აღნიშნავს ცალკეულ კანდიდატს, რომელსაც სასურველი ვაკანსიის მოძიებაში დავეხმარეთ. როდესაც ადამიანებს მათთვის საინტერესო ვაკანსიების პოვნაში ვეხმარებით, ჩვენს ქილას ერთი ახალი ღილი ემატება. ეს არის ჩვენი წარმატების ერთგვარი საზომი.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის