ავტორი:

"ეჭვიანობის მოტივი აბსურდია, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - ახლობლები აგარაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

"ეჭვიანობის მოტივი აბსურდია, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - ახლობლები აგარაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

პოლიციამ დაბა აგარაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა, დაკავებულია 1 პირი.

53 წლის ბრალდებულმა, რომელიც სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს, აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მეუღლის და ორი მცირეწლოვანი შვილის - 2 და 4 წლის ბავშვების თვალწინ, 41 წლის მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში კი, საკუთარ სახლში მივიდა და ამავე ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მეუღლეს 13 ჭრილობა მიაყენა.

ოჯახის ახლობლების თქმით, ბრალდებულს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ქალის ახლობლები მომხდარის ვერსიას ვერ ასახელებენ. ოჯახის წევრები აბსურდულს უწოდებენ ეჭვიანობის მოტივზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ დაჭრილ ქალს მეუღლის მიერ მიერ მოკლულ მამაკაცთან არანაირი სიახლოვე არ აკავშირდება გარდა იმისა, რომ წლების წინ ერთ სამსახურში მუშაობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ხ. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებული ლ.დ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს